ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი ახალ არჩევნებთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევაა

ბადრი ჯაფარიძე

გამოქვეყნებულია  35 ნახვა განახლებულია 8 დღის წინ

ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი ახალ არჩევნებთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევაა. - განაცხადა  "ლელოს" გენერალური მდივანმა ბადრი ჯაფარიძემ საქართველოში ევროკავშირის ელჩთან კარლ ჰარცელთან შეხვედრის შემდეგ:

"ჩვენს მეგობრებს აწუხებს პოლიტიკური კრიზისი, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია შექმნილი და ეძებენ გზებს, მსჯელობენ ჩვენთან ერთად ამ კრიზისიდან გამოსასვლელად. ეს იყო ჩვენი განხილვის საგანი. პოლიტიკური კრიზისი სახეზეა. ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიმუშავოთ, მათ შორის „ქართულმა ოცნებამ“, იმისთვის, რომ ამ კრიზისიდან გამოვიდეთ. ამ შემთხვევაში, გაუცხოვება და ერთმანეთთან დაპირისპირება გამოსავალი არ არის. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ არჩევნები გაყალბდა. ჩვენი ღრმა რწმენით ერთადერთი გამოსავალი არის ახალ არჩევნებთან დაკავშირებით შეთანხმება. ამასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია არ შეცვლილა. იმედია, „ქართულ ოცნებას“ ესმის, რომ ოპოზიციის უგულვებელყოფა მხოლოდ აღრმავებს კრიზისს. შეთანხმება არ იქნება ერთ-ერთი მხარის დამარცხება. იმედი მაქვს, რომ „ქართული ოცნება“ პასუხისმგებლობით მოეკიდება შექმნილ პოლიტიკურ კრიზისს და ოპოზიციასთან ერთად იმუშავებს ახალ არჩევნებზე შესათანხმებლად"

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი ახალ არჩევნებთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევაა
  • unipress