ქუთაისში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 21 შემთხვევა დაფიქსირდა

ქუთაისი

გამოქვეყნებულია  201 ნახვა განახლებულია 2 წელი წინ

ქუთაისში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 21 შემთხვევა დაფიქსირდა, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ განუცხადა.

შალამბერიძის ინფორმაციით, ორი დადებითი პასუხი კარავში აღებულმა „პისიარ“ ტესტმა აჩვენა. ისინი ქუთაისის N32 საჯარო სკოლის კონტაქტები არიან. მისივე თქმით, 21-ვე შემთხვევა სკოლას უკავშირდება.

„კარგია, რომ დინამიკა კლებისკენ მიდის, რაც მიუთითებს იმაზე, რომ სიტუაციას სრულად ვაკონტროლებთ. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მოსახლეობას, თუ კიდევ ვინმეს ჰქონდა კონტაქტი ინფიცირებულ პედაგოგებთან, ჩაიტარონ ტესტები“, – განაცხადა შალამბერიძემ.

საქართველოში დღეს კორონავირუსის 158 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • ქუთაისში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 21 შემთხვევა დაფიქსირდა
  • unipress