ღვთის ნებით, ეს ბრძოლა ყარაბაღის ოკუპაციისგან გათავისუფლებამდე გაგრძელდება

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

გამოქვეყნებულია  96 ნახვა განახლებულია 5 თვის წინ

მოძმე აზერბაიჯანმა დიდი ოპერაცია დაიწყო თავისი ტერიტორიების დასაცავად და ოკუპირებული ტერიტორიების გასათავისუფლებლად, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

მან აზერბაიჯანის მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა და აღნიშნა, რომ ბრძოლა მანამ გაგრძელდება, ვიდრე მთიანი ყარაბაღი ოკუპაციისგან არ გათავისუფლდება.

"ჩვენი ყველა შესაძლებლობით, მთელი ჩვენი გულით მოძმე აზერბაიჯანის გვერდით ვდგავართ და ვიდგებით. ღვთის ნებით, ეს ბრძოლა ყარაბაღის ოკუპაციისგან გათავისუფლებამდე გაგრძელდება," - აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.

იმისთვის, რომ აზერბაიჯანმა ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს, სომხეთმა ოკუპირებული ტერიტორიები უნდა დატოვოს, - განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ იტალიერ კოლეგა ლუიჯი დი მაიოსთან შეხვედრაზე

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • ღვთის ნებით, ეს ბრძოლა ყარაბაღის ოკუპაციისგან გათავისუფლებამდე გაგრძელდება
  • unipress