ყაზახეთში ჩინეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფენ

ყაზახეთი

გამოქვეყნებულია  673 ნახვა განახლებულია 1 წლის წინ

ყაზახეთის ხელისუფლება უარყოფს ჩინეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ქვეყანაში უცნობი ტიპის პნევმონიაა გავრცელებული, რომელიც „კოვიდ 19“-ზე უფრო მომაკვდინებელი დაავადებაა.

ყაზახეთის ჯანდაცვის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც დადასტურებულია "დაუზუსტებელი ეტიოლოგიის ვირუსული პნევმონიების არსებობა", მაგრამ უარყოფილია, რომ ეს დაავადება ახალი ან უცნობია.

„ ყაზახეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს სურს ოფიციალურად განაცხადოს, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება,“- ნათქვამია ყაზახეთის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, ყაზახეთში ჩინეთის საელჩომ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ყაზახეთში უცნობი ტიპის პნევმონიაა გავრცელებული, რომელიც „კოვიდ 19-ზე უფრო მომაკვდინებელი დაავადებაა“. მათივე ინფორმაციით, ქვეყანაში პნევმონიის შემთხვევებმა განსაკუთრებით ივნისის შუა რიცხვებიდან მოიმატა. საელჩოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ უცნობი დაავადებისგან ყაზახეთში მიმდინარე წლის განმავლობაში 1 772 ადამიანი გარდაიცვალა, აქედან 628 ფატალური შემთხვევა ივნისში დაფიქსირდა


თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • ყაზახეთში ჩინეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფენ
  • unipress