ყარაბაღის ომის შეწყვეტის შესახებ პრესიდან გავიგე

სომხეთის პრეზიდენტი

გამოქვეყნებულია  36 ნახვა განახლებულია 19 დღის წინ

სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარგსიანი აცხადებს, რომ მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ გაფორმებული შეთანხმების შესახებ პრესიდან გაიგო.

„პრესიდან გავიგე, რომ რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ერთად ხელმოწერილია შეთანხმება ყარაბაღში ომის დასრულების შესახებ. ასევე პრესიდან გავიგე შეთანხმების პირობებიც. სამწუხაროდ, ჩემთან როგორც ქვეყნის პრეზიდენტთან, კონსულტაციები არ გამართულა“, – განაცხადა არმენ სარგსიანმა.

შეგახსენებთ, შეთანხმებას ზეიმი მოჰყვა ბაქოს ქუჩებში. განცხადება გააკეთა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმაც, რომლის თქმით, „ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების საქმეში წერტილი დასმულია“. ალიევის განმარტებით, შეთანხმების ერთ-ერთ პუნქტს მთიან ყარაბაღში რუსეთისა და თურქეთის ერთობლივი სამშვიდობო მისია წარმოადგენს.

უკვე გამოქვეყნდა სამმხრივი შეთანხმების ტექსტიც. ცხრაპუნქტიანი შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტი მთიან ყარაბაღში 2 000-მდე რუსი სამხედროს განლაგებას ითვალისწინებს

https://unipress.ge/news/%E1%83%9B%E1%83%97%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C-%E1%83%A7%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%91%E1%83%90%E1%83%A6%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%A5%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%AC%E1%83%A7%E1%83%95%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%AE%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%98-4052

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • ყარაბაღის ომის შეწყვეტის შესახებ პრესიდან გავიგე
  • unipress