ყიჟინა, რომ ოპოზიცია დაიშალა, დახოცეს ერთმანეთი, ვერაფერი მოილაპარაკეს, აბსოლუტურად ტყუილია

ნინო ბურჯანაძე

გამოქვეყნებულია  180 ნახვა განახლებულია 2 წელი წინ

"ხელისუფლების ყიჟინა, რომ ოპოზიცია დაიშალა, დახოცეს ერთმანეთი და ვერაფერი ვერ მოილაპარაკეს, არის ტყუილი და ამაში დღევანდელი შეხვედრის შემდეგ კიდევ ერთხელ დარწმუნდებით", - ამის შესახებ ნინო ბურჯანაძემ “ლეიბორისტული პარტიის" ოფისში ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა:     

"ხელისუფლება შეეცდება, მაქსიმალურად ყველა დეტალს გამოედევნოს, მაგრამ ყველა ჩვენგანს ტელეფონის ჩატში იმ ოპოზიციის ლიდერების მონაწერები გვაქვს, რომლებიც ვერ ესწრებიან დღეს შეხვედრას, თუმცა დღევანდელ განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით ისინი საქმის კურსში არიან. ძირითად საკითხზე, რაც დეკლარაციას ეხება, ასევე მათი მხრიდან თანხმობა არის. ასე რომ, ის ყიჟინა, რასაც ხელისუფლება სცემს, ოპოზიცია დაიშალა, დახოცეს ერთმანეთი, ვერაფერი მოილაპარაკეს, აბსოლუტურად ტყუილია"

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • ყიჟინა, რომ ოპოზიცია დაიშალა, დახოცეს ერთმანეთი, ვერაფერი მოილაპარაკეს, აბსოლუტურად ტყუილია
  • unipress