ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, რაც მოდის სენატორ რიშისგან - კელი დეგნანი

კელი დეგნანი

გამოქვეყნებულია  992 ნახვა განახლებულია 2 წელი წინ

აშშ-ს ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი სენატის მიერ 2021 წლის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის მიღებას ეხმაურება და ამბობს, რომ მიუხედავად პოზიტიური შეფასებებისა, ყურადღება უნდა მიაქციონ სენატორ რიშის გზავნილებსაც:     

"სრულად უნდა წავიკითხოთ ეს კანონპროექტი. იქ ძალიან ბევრი დადებითი კომენტარია საქართველოს მიმართ, იმაზე, თუ რას მიაღწია და რა უნდა გააკეთოს მომავალში უსაფრთხოების გაძლიერების თვალსაზრისით.

ასევე, ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, რაც მოდის სენატორ რიშისგან, თუ სხვა წარმომადგენლებისგან. ეს არის ხალხი, ვინც ზრუნავს საქართველოზე და კარგად იცნობს ამ ქვეყანას".

შეგახსენებთ, აშშ-ს სენატმა 2021 წლის ფისკალური წლის აშშ-ს თავდაცვის ავტორიზაციის კანონპროექტი დაამტკიცა. აქტში საუბარია რუსეთის აგრესიის შეჩერებაზე და ამ კონტექსტში გამოყოფილია შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხები. შავი ზღვის რეგიონში სამხედრო ბალანსისათვის საქართველოსა და უკრაინაზე ფოკუსის გაზრდაზეა ხაზი გასმული


თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, რაც მოდის სენატორ რიშისგან - კელი დეგნანი
  • unipress