შეთანხმება უნდა შესრულდეს საარჩევნო სისტემის ცვლილების ნაწილშიც და პოლიტიკური რეპრესიების დაუშვებლობის ნაწილშიც - "ლელო საქართველოსთვის"

ლელო

გამოქვეყნებულია  143 ნახვა განახლებულია 1 წლის წინ

პოლიტიკური გაერთიანება “ლელო საქართველოსთვის” თვლის, რომ 8 მარტის შეთანხმება უნდა შესრულდეს საარჩევნო სისტემის ცვლილების ნაწილშიც და პოლიტიკური რეპრესიების დაუშვებლობის ნაწილშიც:       

"სარგებლობს რა საგანგებო მდგომარეობის პირობებით, ხელისუფლება ბოლოდროინდელი განცხადებებით ცდილობს ოპოზიციური ძალების მხრიდან ისეთი ქმედებების გამოწვევას, რასაც ნაკისრი ვალდებულებებისგან თავის დახსნის საბაბად გამოიყენებს. ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ, ისევე, როგორც არ დავუშვით სამთვიანი მოლაპარაკებების უშედეგოდ დასრულება, მიუხედავად ხელისუფლების მხრიდან არანაკლებ დესტრუქციული ნაბიჯებისა. "ლელო საქართველოსთვის“ კიდევ ერთხელ გამოხატავს მადლიერებას პროცესში მონაწილე საერთაშორისო დემოკრატიული თანამეგობრობის წარმომადგენელთა მიმართ და შეშფოთებულია ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან მათდამი არაკორექტული მოპყრობის გამო. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ მათი და ქართველი ხალხის ძალისხმევა უახლოეს ხანში რეალურ შედეგს გამოიღებს


თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • შეთანხმება უნდა შესრულდეს საარჩევნო სისტემის ცვლილების ნაწილშიც და პოლიტიკური რეპრესიების დაუშვებლობის ნაწილშიც - "ლელო საქართველოსთვის"
  • unipress