შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი ხვალ იხსნება (ფოტო)

დენდროლოგიური პარკი

გამოქვეყნებულია  477 ნახვა განახლებულია 2 წელი წინ

15 ივლისიდან შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი იხსნება. მსურველებს პარკის დათვალიერება უფასოდ შეეძლებათ.

„დენდროლოგიური პარკი თავისი მასშტაბით, მცენარეთა უნიკალური და მრავალფეროვანი კოლექციითა და ორიგინალური განაშენიანებით სრულიად გამორჩეულია მთელ რეგიონში.

60 ჰექტარზე გაშენებული ბაღი, ადგილობრივი და მსოფლიო ეგზოტიკური ფლორის ათასობით სახეობას აერთიანებს. მცენარეთა უნიკალურ კოლექციასთან ერთად, პარკის ტერიტორიაზე მსოფლიოს ყველა კონტინენტის 58 სახეობის ფრინველი ბინადრობს.

რეგიონში ცნობილი ბათუმისა და თბილისის ბოტანიკური ბაღების შემდეგ, შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი საქართველოს კიდევ ერთ სავიზიტო ბარათი იქნება“, – აღნიშნულია „ქართული ოცნების“ პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში

Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი ხვალ იხსნება (ფოტო)
  • unipress