შენობიდან გასულიც ვიყავი და შემოსულიც ვარ - ვერ მოახერხეს ჩემი დაკავება, ამის შემდეგ გაამკაცრეს ზომები და ამოწმებენ ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალებას

ნიკა მელია

გამოქვეყნებულია  28 ნახვა განახლებულია 12 დღის წინ

შენობიდან გასულიც ვიყავი და შემოსულიც ვარ - ვერ მოახერხეს ჩემი დაკავება, ამის შემდეგ გაამკაცრეს ზომები და ამოწმებენ ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალებას - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ჟურნალისტებს პარტიის ოფისში განუცხადა:

"მე ვსაუბრობ ამ ქვეყნის მომავალზე, სახელმწიფოს პერსპექტივაზე, ევროატლანტიკურ გზაზე, დემოკრატიულ ინსტიტუტებზე, მომავალზე და ახლა, პანაშვიდზე გავალ, თუ არა, ეს რატომ არის მნიშვნელოვანი? მე ისე გავალ და შემოვალ, რომ ვერ დამაპატიმრებენ. როგორ? ჩვეულებრივად, ისე, როგორც გავედი და მოვედი...ეს საკითხი, რომელიც თქვენ გაინტერესებთ, შეიძლება ლეგიტიმურადაც, მაგრამ მართლა არ არის პირველი და მეათე ხარისხოვანიც კი. დამიტოვეთ უფლება, როდის გავალ და მოვბრუნდები.

მე შენობიდან გასულიც ვიყავი და შემოსულიც ვარ. მედიას წინასწარ ვერ გაცნობებთ, როდის გავდივარ და შემოვდივარ, ამიტომ, ეს არ უნდა გაგიკვირდეთ. დიახაც, ვაღიარებ, რომ შენობიდან გასულიც ვიყავი და შემოსულიც ვარ. თუ სად გავედი, ამის დამადასტურებელი ფოტო-ვიდეომასალაც მოგეწოდებათ, თუ გაინტერესებთ. სწორედ ამიტომაც არიან შეწუხებულები ხელისუფლებაში. გუშინდელი დღიდან თითოეული ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც ტერიტორიას ტოვებს, ჩერდება და საბარგულს უმოწმებენ. ერთ რამეს ნამდვილად ვპირდები, რომ ისე არ გავალ ამ შენობიდან, რომ საბარგულში მოვთავსდე. რატომ ჰგონიათ, რომ საბარგულით გავედი. რატომ შეშფოთდნენ? იმიტომ, რომ მათ გაიგეს, ჰკითხეთ „ქართულ ოცნებას". უბრალოდ, ვერ მოახერხეს ჩემი დაკავება და ამის შემდეგ გაამკაცრეს ზომები და ამოწმებენ ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალებას"

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • შენობიდან გასულიც ვიყავი და შემოსულიც ვარ - ვერ მოახერხეს ჩემი დაკავება, ამის შემდეგ გაამკაცრეს ზომები და ამოწმებენ ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალებას
  • unipress