შესაძლოა დონალდ ტრამპს ფინანსური დოკუმენტების წარმოდგენა მოუხდეს

დონალდ ტრამპი

გამოქვეყნებულია  228 ნახვა განახლებულია 1 წლის წინ

ხუთშაბათს, შეერთებული შტატების უზენაესმა სასამართლომ გამოიტანა განჩინება, რომლის თანახმადაც ნიუ-იორკელ პროკურორებს შეუძლიათ მოიპოვონ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მკაცრად დაცული ფინანსური დოკუმენტები, მისი ბუღალტრებისგან და კრედიტორებისგან. პრეზიდენტისგან დიდი ხანია შემოსავლების გასაჯაროებას ითხოვენ, თუმცა მისი წინამორბედებისგან განსხვავებით, დონალდ ტრამპს საგადასახადო დოკუმენტაცია არც არჩევნებამდე და არც პრეზიდენტობის შემდეგ, საჯაროდ არ გამოუქვეყნებია.

მაგრამ, ცალკე საქმეზე, სასამართლომ დაბლოკა კონგრესის დემოკრატების ძალისხმევა, ტრამპის და მისი ოჯახის დოკუმენტების სავალდებულო წესით წარმოდგენის უწყებების გაცემის შესახებ და შემდგომი გარჩევისთვის დავას ქვედა ინსტანციის სასამართლოებში გზავნის.

შერეული განჩინებები ნაწილობრივ დამარცხებას ნიშნავს ტრამპისთვის, რომელიც თავის ფინანსურ დოკუმენტებს, კონგრესის და საზოგადოების მიერ შემოწმებისგან წლების განმავლობაში ენერგიულად ფარავდა. ტრამპმა “ტვიტერზე” დაიჩივლა, რომ მას წინა პრეზიდენტებისგან განსხვავებულად მოეკიდნენ და ის ნიუ-იორკის “პოლიტიკური დევნის” მსხვერპლია.

იურისპრუდენციის მკვლევარების თანახმად, სასამართლოს შეფასება, რომელიც ნიუ-იორკის პროკურორის უწყებას ეხება, ეთანხმება მსგავს განჩინებებს, რომელიც სასამართლომ 1974 წელს, ყოფილი პრეზიდენტის, რიჩარდ ნიქსონის წინააღმდეგ და 1997 წელს, ყოფილი პრეზიდენტის, ბილ კლინტონის წინააღმდეგ მიიღო.

ნიქსონი იძულებული გახდა თავისი კერძო საუბრების ჩანაწერები წარმოედგინა და კლინტონი აიძულეს სექსუალური შევიწროების საქმეზე ჩვენება მიეცა.

სასამართლოს თავმჯდომარე ჯონ რობერტსმა დაწერა: სასამართლოს განჩინება არ ნიშნავს, რომ ტრამპს არანაირი იურიდიული რესურსი არ რჩება. ტრამპს, როგორც ნებისმიერ კერძო მოქალაქეს, შეუძლია უწყება კანონით გათვალისწინებულ ნებისმიერ საფუძველზე გაასაჩივროს.

რობერტსი და ტრამპის დანიშნული მოსამართლეები: ნილ გორსაჩი და ბრეტ კავანა, ორივე შეუერთდა მიღებულ გადაწყვეტილებაში უმრავლესობას. ორი ყველაზე კონსერვატიული მოსამართლე - სემუელ ალიტო და კლარენს ტომასი, გადაწყვეტილებას არ დაეთანხმნენ


თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • შესაძლოა დონალდ ტრამპს ფინანსური დოკუმენტების წარმოდგენა მოუხდეს
  • unipress