ჩავთვალოთ, რომ იყო მესამე რაუნდისთვის მოსამზადებელი წინასწარი შეხვედრა

გირჩი

გამოქვეყნებულია  49 ნახვა განახლებულია 8 დღის წინ

ჩავთვალოთ, რომ იყო მესამე რაუნდისთვის მოსამზადებელი წინასწარი შეხვედრა, -ამის შესახებ "გირჩის" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ საქართველოში ევროკავშირის ელჩთან, კარლ ჰარცელთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, შეხვედრაზე კონკრეტული გზავნილები არ ყოფილა:

"ამ შეხვედრის მიზანი არ ყოფილა ჩვენ რაღაც გზავნილები მიგვეღო. შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ეს იყო შეხვედრები, რომელსაც მართავენ ელჩები იმისთვის, რომ მოამზადონ მოლაპარაკებების მესამე რაუნდი. ჩავთვალოთ, რომ იყო მესამე რაუნდისთვის მოსამზადებელი წინასწარი შეხვედრა, სადაც ფასილიტატორები ცდილობენ ოპოზიციის პოზიციებსა და ხელისუფლებას შორის დაახლოების წერტილები იპოვონ. ოპოზიციის პოზიცია არ შეცვლილა არცერთ რაუნდზე. ჩვენ ვართ ბოიკოტის რეჟიმში, მთავარი მოთხოვნა არის ხელახალი არჩევნები. არ ვიცი „ქართული ოცნება“ წავა თუ არა კომპრომისზე, ამისთვის არსებობს ეს მოლაპარაკებები, რომ მივაღწიოთ ამ ტიპის პოლიტიკურ შეთანხმებას"

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • ჩავთვალოთ, რომ იყო მესამე რაუნდისთვის მოსამზადებელი წინასწარი შეხვედრა
  • unipress