ჩერნობილში ხანძარი რადიაქტიური ნარჩენების საცავს უხლოვდება, სიტუაცია კრიტიკულია

ჩერნობილი

გამოქვეყნებულია  3,000 ნახვა განახლებულია 11 თვის წინ

ჩერნობილში ხანძარმა ქალაქ პრიპიატს მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

როგორც ჩერნობილის ზონის მმართველი სახელმწიფო სააგენტოს  საზოგადოებრივი საბჭოს წევრი იაროსლავ ემელიანენკო „ფეისბუქის“ გვერდზე იუწყება, სიტუაცია კრიტიკულია და ცეცხლი ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურს უახლოვდება:

„ახლა ცეცხლი ქალაქ პრიპიატში მძვინავრებს. ორ კილომეტრში მდებარეობს რადიაქტიური ნარჩენების საცავი, სადაც ყველაზე საშიში რადიაციული ნარჩენები ინახება“.

ჩერნობილის ზონის მმართველი სახელმწიფო სააგენტოს წევრი​ ემელიანენკო მიმართვას უკრაინის ხელისუფლებას, სასწარაფოდ მოახდინონ რეაგირება.

ჩერნობილში ხანძარი 4 აპრილს გაჩნდა. 7 აპრილს ხანძარი 35 ჰეტქარზე იყო გავრცელებული.

6 აპრილს პოლიციამ ცეცხლის გაჩენაში ეჭვმიტანილი 27 წლის მოქალაქე დააკავა. მისი თქმით, ცეცხლი მან გასართობად ბალახს წაუკიდა, რის შემდეგაც ხანძარი გავრცელდა და მისი ლიკვიდაცია ვერ შეძლო

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • ჩერნობილში ხანძარი რადიაქტიური ნარჩენების საცავს უხლოვდება, სიტუაცია კრიტიკულია
  • unipress