ჩვენი პარტნიორები კარგად ხედავენ, თუ სად არის პრობლემა და სად არის გამოსავალი

ევროპული საქართველო

გამოქვეყნებულია  264 ნახვა განახლებულია 2 წელი წინ

"ევროპული საქართველოს" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე, „ეროვნული  დემოკრატიული ინსტიტუტის“ საქართველოს ოფისის დირექტორის განცხადებას ეხმაურება. კაპანაძის თქმით, რეგულარულად ხდება საერთაშორისო პარტნიორებისათვის ინფორმაციის მიწოდება და მით უფრო მეტ შეშფოთებას გამოთქვამენ ისინი გაყალბების მასშტაბზე.

კაპანაძემ აღნიშნა, რომ პარტნიორები კარგად ხედავენ, თუ რაშია პრობლემა და გამოსავალი.

„ჩვენ რაც უფრო მეტად ვერკვევით გაყალბების მასშტაბში, მით უფრო ხდება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების შეშფოთება. ჩვენ რეგულარულად ვაწვდით ინფორმაციას ყველა ჩვენს პარტნიორს, ისინი იღებენ ინფორმაციას თვითონაც სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციიდან და შესაბამისად ისინიც რწმუნდებიან, რომ მასშტაბი არის ძალიან დიდი, კარუსელების მასშტაბი არის ძალიან დიდი, ოქმებში მანიპულირებების მასშტაბი არის ძალიან დიდი და საჭიროება  გადათვლის ასევე არის ძალიან დიდი.

მიუხედავად ამისა, ჩვენ ვხედავთ, რომ არ ხდება გადათვლა და ამიტომ, NDI- ის დირექტორის განცხადება, ისევე როგორც სხვა პარტნიორების განცხადებები, რომლებიც ასევე მალე იქნება, სწორედ ამაზე მეტყველებს, რომ ჩვენი პარტნიორები კარგად ხედავენ სად არის პრობლემა და სად არის გამოსავალი.

გამოსავალი იქნებოდა იმ უბნების გაუქმება, რომლებსაც ოპოზიცია და არასამთავროები ითხოვენ, თუმცა ისიც კარგად ესმის ყველას, რომ ქართული ოცნება არ აპირებს ამის გაკეთებას, რადგან ამ უბნებზე გადის მათი გაყალბების ხაზი.“ - განაცხადა კაპანაძემ

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • ჩვენი პარტნიორები კარგად ხედავენ, თუ სად არის პრობლემა და სად არის გამოსავალი
  • unipress