ჩვენი პრობლემაა ივანიშვილი, რომელიც უნდა შეიცვალოს და მეორე მხრივ, სააკაშვილი, რომელიც საკუთარი ძალაუფლებისთვის მზად არის ყველაფერზე წავიდეს

გიგა ბოკერია

გამოქვეყნებულია  71 ნახვა განახლებულია 3 თვის წინ

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარობის კანდიდატის, გიგა ბოკერიას თქმით, ქვეყნის თავის ტკივილი არის ერთი მხრივ ივანიშვილი, რომელმაც ქვეყანა უმძიმეს კრიზისში ჩააგდო და მეორე მხრივ, სააკაშვილი, რომელიც იყურება წარსულში ნოსტალგიით და საკუთარი ძალაუფლების ინტერესით მზად არის ყველაფერზე წავიდეს.

„ქვეყნის თავის ტკივილი არის ივანიშვილის ხელისუფლება და ის უნდა შეიცვალოს. ჩვენი ამოცანა არის სწორედ ეს. ოღონდ, ეს უნდა შევცვალოთ ისე, რომ არ ვიყუროთ წარსულში ნოსტალგიით, როგორც ამას აკეთებს სააკაშვილი. ივანიშვილთან არანაირი კოალიცია არ იქნება და ვერც სააკაშვილს ექნება ვერც ერთ შემთხვევაში ჩვენი მხარდაჭერა პრემიერად. ჩვენი ხედვაა გარდამტეხი ცვლილებები და ის გეგმა, რაც ჩვენ გვაქვს - გადასახადების დაწევის, ქვეყნის შემოტრიალების კონკრეტული გეგმა, რომ სამუშაო ადგილები შეიქმნას, ქვეყანა წინ წავიდეს და ამ ჭაობიდან ამოვიდეთ. ეს არის ჩვენი ამოცანა.

რაც შეეხება კვლევებს, ერთადერთი რა დასკვნის გაკეთებაც შეიძლება, არის ის, რომ ტენდენციაა, შემდგომი კონსენსუსისა ივანიშვილის რეჟიმის შეცვლასთან დაკავშირებით. დანარჩენზე იმ ცდომილების ფარგლებში, რაც არის და გადაუწყვეტელი ამომრჩევლის იმ რაოდენობის პირობებში, რაც ყველა კვლევაში დაფიქსირებულია, პროგნოზების გაკეთება არასწორი და მცდარია. ჩვენი პრობლემა არ არის აქ სხვა, ახალი პარტიები, რომლებიც ცდილობენ თავის დამკვიდრებას. ჩვენი პრობლემაა ერთი მხრივ ივანიშვილი, რომელიც უნდა შეიცვალოს და მეორე მხრივ, ბატონი სააკაშვილი, რომელიც საკუთარი ძალაუფლების ინტერესით მზად არის ყველაფერზე წავიდეს, მათ შორის ივანიშვილის პროპაგანდას შეუწყოს ხელი იმის 30-ჯერ თქმით, რომ ჩამოვა, მერე არ ჩამოსვლით და უიმედობის დანერგვით ოპოზიციურ ამომრჩეველში, რაც ბევრჯერ გააკეთა და ასევე, მაჟორიტარულ არჩევნებში შეთანხმების ჩაშლით. ეს მიმაჩნია მე პრობლემად. ახლა იქნება არჩევნები და გამოჩნდება, ვის რა მხარდაჭერა აქვს. „ევროპულ საქართველოს“ ექნება ისეთი მხარდაჭერა, რომელიც მოგვცემს საშუალებას, ეს გარდამტეხი ცვლილებების გეგმა განვახორციელოთ.“ - განაცხადა ბოკერიამ

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • ჩვენი პრობლემაა ივანიშვილი, რომელიც უნდა შეიცვალოს და მეორე მხრივ, სააკაშვილი, რომელიც საკუთარი ძალაუფლებისთვის მზად არის ყველაფერზე წავიდეს
  • unipress