"ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსმა" თბილისის რვა მაჟორიტარულ ოლქში კანდიდატები წარადგინა

ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსი

გამოქვეყნებულია  116 ნახვა განახლებულია 10 თვის წინ

პოლიტიკურმა ორგანიზაციამ "ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსი"  საპარლამენტო არჩევნებისათვის თბილისის რვა მაჟორიტარულ ოლქში კანდიდატები წარადგინა.

პარტიის თავმჯდომარე ბექა ნაცვლიშვილი ვაკის მაჟორიტარის მანდატისთვის იბრძოლებს.

მთაწმინდა-კრწანისის მაჟორიტარობის კანდიდატი თბილისის საკრებულოს წევრი ჯაბა ჯიშკარიანი იქნება.

ლევან გოგიჩაიშვილი საბურთალოს მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატი, კვლავაც იბრძოლებს საბურთალოს მაჟორიტარული მანდატისთვის.

დიდუბე-ჩუღურეთის გაერთიანებულ ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატად წარდგენილია გედევან ფოფხაძე.

ისანში კენჭს იყრის რეჟისორი და მკვლევარი, მეცნიერების პოპულარიზაციის ფონდ NOVA-ს დამფუძნებელი რამაზ ბლუაშვილი.

ნაძალადევში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იქნება იურისტი, ადვოკატთა ასოციაციის წევრი და არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს იურისტები სამართლიანობისთვის" დამფუძნებელი ზვიად თავაძე.

გლდანის მაჟორიტარული მანდატისათვის იბრძოლებს ლაშა გიორგაძე , პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი, სამოქალაქო აქტივისტი, "საქართველოს მედიაკლუბი - თავისუფლებისათვის" თანადამფუძნებელი, იურისტი და ჟურნალისტი.

სამგორის საარჩევნო ოლქში კი პარტიამ წარადგინა ახალგაზრდული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ალექსანდრე რიჟამაძე.

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • "ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსმა" თბილისის რვა მაჟორიტარულ ოლქში კანდიდატები წარადგინა
  • unipress