მომღერალი ნინო ქათამაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და საზოგადოებას 8 ნოემბერს დაგეგემილ აქციაში მონაწილეობისკენ მოუწოდებს.
"ჩვენვე უნდა გადავწყვიტოთ როგორი ცხოვრება გვინდა. შვილების ბედნიერებით განათებული ქვეყანა, ფერადი სახლები, ყვავილებით სავსე ქუჩები, მუსიკით და ლექსებით სავსე საღამოები..თუ, ნაცრისფერი კედლები, უბედური მშობლები, გაძარცვული სახლები, ბნელი ღამეები, მკვდარი ყვავილები... ჩვენი ფასეულებების ბრძოლის დღეა. თუ ვერ შეძლებთ მოსვლას, ფანჯრები გააღეთ, დარაბები გახსენით, აივნებიდა ყვავილები შემოგვაგებეთ", - წერს ნინო ქათამაძე

0 კომენტარი