ჩვენი ხედვა იქნება კომპასი იმისა, თუ როგორ უნდა წავიდეს წინ მარლთმსაჯულების სფეროში რეფორმები

სერგი კაპანაძე

გამოქვეყნებულია  101 ნახვა განახლებულია 11 თვის წინ

"ევროპული საქართველოს" საარჩევნო შტაბის ხელმძღავნელი, სერგი კაპანაძე ეხმიანება იმ კონკრეტულ რეფორმებს, რომლებზეც ოპოზიციური პარტიები შეთანხმდნენ.

სერგი კაპანაძის თქმით, პარტიები მნიშვნელოვან საკითხებზე შეთანხმდნენ, რომლებიც მოიცავს ნაფიცი მსაჯულების შემოღებას, მათ შორის მძიმე საქმეებზე, ასევე უცხოელი მოსამართლეების ჩამოყვანა უმაღლეს ინსტანციაში და ადგილობრივ დონეზე, თვითმართველობებში, პოლიციის უფროსებისა და მოსამართლეების არჩევითობა, რაც გაზრდის მათ ანგარიშვალდებულებას ხალხის მიმართ.სერგი კაპანაძემ აღნიშნა, რომ ევროპული საქართველოს ხედვა იქნება კომპასი იმისა, თუ როგორ უნდა წავიდეს წინ რეფორმები სხვადასხვა სფეროში.

„პროდასავლური ევროპული პარტიები რამდენიმე თვეა ლეიბორისტული პარტიის ოფისში უკვე არამხოლოდ პოლიტიკურ და ტაქტიკრ საკითხებზე ვმსჯელობთ და ვთანხმდებით, არამედ შინაარსობრივ საკითხებზეც და ამიტომ ეს შეთანხმება იყო ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ გავაკეთეთ მონახაზი იმ სასამართლო რეფორმის, რომელიც აუცილებლად უნდა განხორციელდეს, რაც გულისხმობს ნაფიცი მსაჯულების შემოღებას და მათ გავრცელებას ყველა მძიმე საქმეზე, რაც მნიშვნელოვანია, რადგან ამ შემთხვევაში მოსამართლეზე გავლენის მოხდენის შანსი მცირდება ხელისუფლების მხრიდან და დღეს ეს არის ძალიან დიდი პრობლემა. მოსყიდული და კლანის მოსამართლეების შანსი პრაქტიკლად დადის ნულამდე.

ასევე პოლიციის უფროსების და მოსამართლეების არჩევითობა რეგიონებში, ზრდის მათ ანგარიშვალდებულებას ხალხთან. ევროპულ საქართველოს მიაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია უმაღლესი ინსტანციის სასამართლოებში უცხოელი, კერძოდ ამერიკელი მოსამართლეების მოწვევა, რათა საერთოდ გაქრეს შანსი რაიმე ზემოქმედების მოსამართლეზე. ეს არის ძირითადი მონახაზი იმ რეფორმის, რომელზეც ჩვენ შევჯერდით და ძალიან კარგია, რომ ეს იდეები არის გაზიარებული უმრავლესობის მიერ, თუ არა ყველა პროდასავლური ოპოზიცირი პარტიის მხრიდან. ეს ნიშნავს იმას, რომ ქართული ოცნების დამარცხების შემდეგ ის არასწორი მიმართულება, რომელიც დღეს არის ქვეყანაში მარლთმსაჯულების მხრივ, შემოტრიალდება და შეიცვლება და ეს ჩვენი ხედვა იქნება კომპასი იმისა, თუ როგორ უნდა წავიდეს წინ მარლთმსაჯულების სფეროში რეფორმები.“ - განაცხადა სერგი კაპანაძემ

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • ჩვენი ხედვა იქნება კომპასი იმისა, თუ როგორ უნდა წავიდეს წინ მარლთმსაჯულების სფეროში რეფორმები
  • unipress