ჩვენ ვხედავთ რეალობას, როდესაც პოზიცია, რომელიც ნათელი უნდა იყოს - შეასრულეთ კანონი, არც სახელმწიფოსგან მოდის - გიორგი მარგველაშვილი

გიორგი მარგველაშვილი

გამოქვეყნებულია  207 ნახვა განახლებულია 2 წელი წინ

„უცნაური ფრაზები ისმის, რომ „მიმდინარეობს მოლაპარაკება“, „მხარეები უნდა შეთანხმდნენ“ - შთაბეჭდილება მრჩება, რომ საუბარია არა ერთი სახელმწიფოს მოქალაქეებზე, რომლის ნაწილია მთავრობა, ხოლო ნაწილი კი კონკრეტული სასულიერო მიმართულების წარმომადგენელი. ანუ, რაღაც გეგონება ორი სახელმწიფო ან რაღაც საერთაშორისო ორგანიზაციებია...ანუ ჩვენ ვხედავთ რეალობას, როდესაც პოზიცია, რომელიც ნათელი უნდა იყოს - შეასრულეთ კანონი, არც სახელმწიფოსგან მოდის. უცნაური, დამაბნეველი კონტექსტები მოდის, როდესაც ჩვენ გვესმის ინტერპრეტაცია უმაღლესი თანამდებობის პირების მიერ, იმისა, რასაც ჰქვია კანონი. ანუ, სახელმწიფოში, სადაც მიღებულია კანონი ამ კანონის ინტერპრეტაცია ხდება სხვადასხვა მიმართულებით, გააჩნია, შენ რომელი კონფესიის წარმომადგენელი ხარ.

მეორეს მხრივ, ჩვენ დავინახეთ, რომ ეკლესიის წარმომადგენლები დგანან, თავის რწმენიდან გამომდინარე, კანონზე მაღლა. სიმართლე გითხრათ, აღარ მინდა ამის განხილვა. უკვე ნათელია, დავინახეთ ყველაფერი. აღარ მინდა იმ დეტალებში შესვლა. ქრისტიანობა მე სხვანაირად მესმის, რომ ეს არის მოყვასზე ზრუნვა და მთელი კორონავირუსის პროცესი ეს არის ზრუნვა ყველაზე სუსტებზე. ნახეთ, რაშია გაერთიანებული კაცობრიობა. ჩვენ ვიცავთ ყველაზე სუსტებს ჩვენს შორის, ვის ჯანმრთელობამაც შეიძლება ვერ გაუძლოს. აღარ მინდა იმაზე საუბარი, რომ დავუშვათ, როგორ შეიძლება ქრისტიანი ისე მოიქცეს, რომ მისი მოყვარე ან მეორე ადამიანი საფრთხის ქვეშ ჩააგდოს, აღარ მინდა იმის განხილვა, რომ სახელმწიფო სწორედ იმას ნიშნავს, რომ კანონი ყველასთვის ერთია და არა ასე „რძალო შენ გითხარი, მულო შენ გაიგონეო“, არამედ პირდაპირ - კანონი ყველასთვის კანონია. აღარც იმის განხილვა მინდა, რომ ქრისტიანული სარწმუნოება თავიდან ბოლომდე ამ ქვეყნიური, საერო ხელისუფლების მორჩილებას ქადაგებს განსაკუთრებით, ასეთ ვითარებაში. აღარც იმის განხილა მინდა, რომ წიგნიერ ქართველ ერში 21 საუკუნეში, მეცნიერებასა და რელიგიას შორის დილემა აღარ უნდა არსებობდეს. გავიგეთ უკვე სადაც ვართ, ეს ყველაფერი დავინახეთ. ვფიქრობ, რომ მართლა მიტოვებულები ვართ მოქალაქეები სამოქალაქო შეგნების ამარა. აღარც ქილიკი მინდა, არც შეურაცხყოფა, არც განსჯა“ -  განაცხადა ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსში"


თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • ჩვენ ვხედავთ რეალობას, როდესაც პოზიცია, რომელიც ნათელი უნდა იყოს - შეასრულეთ კანონი, არც სახელმწიფოსგან მოდის - გიორგი მარგველაშვილი
  • unipress