ჩვენ როდესაც ვამბობთ, რომ ვართ კომპასი გარდამტეხი ცვლილებებისათვის, ვსაუბრობთ იმაზე, თუ რა არის გზა, რა უნდა გაკეთდეს, რომ დადგეს კარგი შედეგი და არა უბრალოდ სადღეგრძელოზე თუ რა გვინდა, რომ მოხდეს მომავალში

სერგი კაპანაძე

გამოქვეყნებულია  81 ნახვა განახლებულია 6 თვის წინ

ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე, მიხეილ სააკაშვილის გუშინდელ განცხადებას ეხმაურება.

სერგი კაპანაძის თქმით, მიხელ სააკაშვილმა ისაუბრა მხოლოდ იმაზე თუ როგორი უნდა იყოს მდიდარი საქართველო, თუმცა მას არ უსაუბრია იმ კონკრეტულ გზებზე, თუ როგორ დადგება ეს შედეგი. კაპანაძემ აღნიშნა, რომ ევროპული საქართველო სწორედ ამით განსხვავდება სხვა პოლიტიკური ძალებისაგან, რომ პარტიას აქვს კონკრეტული ხედვა, კონკრეტული რეფორმებით, თუ როგორ უნდა მოხდეს გარდამრეხი ცვლილებები და როგორ უნდა ამოვიდეს ქვეყანა ამ მძიმე კრიზიდან.

„დღეს ქვეყანა იმყოფება უმძიმეს ეკონომიკურ კრიზისში, საიდანაც ის სასწრაფოდ გამოსაყვანია. სასწრაფოდ უნდა მოხდეს გარდამტეხი ცვლილებები, რომელსაც სჭირდება კონკრეტული ხედვა რა უნდა გაკეთდეს. სამწუხაროდ, გუშინ მოვისმინეთ იმის ხედვა, თუ როგორი არის მდიდარი საქართველო, რაც ყველას კარგად ესმის და კარგად აქვს წარმოდგენილი. თუმცა არ იყო ნახსენები ის კონკრეტული გზები, თუ რა უნდა გაკეთდეს, რათა ეს მძიმესი ეკონომიკური კრიზისი დავძლიოთ. განსხვავება სწორედ ისაა, რომ ჩვენ, ევროპულ საქართელოს გვაქს მომავლის ხედვა, მიმართულება, თუ რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ საქართველო იყოს უფრო მდიდარი, რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ეს გარდამტეხი ცვლილებები მოხდეს, რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ეს მწვავე კრიზისი დაიძლიოს და ქართული ოცნების დამარცხების შემდეგ, რაც აუცილებლად მოხდება, ქვეყანა წავიდეს წინ და არა უკან. მარტო სადღეგრძელო და იმაზე საუბარი, თუ როგორი უნდა იყოს ქვეყანა, რომ უნდა იყოს მდიდარი, ყველას უნდა ჰქონდეს შემოსავალი, სასამართლო უნდა იყოს დამოუკიდებელი, ეს საკმარისის ნამდვილად არ არის. სწორედ ამიტომაა, რომ ჩვენ აქცენტს ვაკეთებთ იმაზე, რომ უნდა მოხდეს გადასახადეის სწრაფი შემცირება, რათა გარდამტეხი ცვლილებები მოხდეს, რეფორმების შედეგად მეტი ფული დარჩებათ ოჯახებს, ყოველწლირად 2000 ლარზე მეტი, ეს უნდა მოხდეს, უნდა მოხდეს საკუთრების ხალხისთვის გადაცემა და ამ 2 მილიარდიანი ფლანგვის შეჩერება, რომელიც ამ კრიზისისკენ მიგვერეკება და უნდა მოხდეს კონკრეტული გზებით სასამრთლოს დამოუკიდებლობის მიღწევა, როგორებიცაა ნაფიცი მსაჯულები, უცხოელი მოსამართლეები, არჩევითი შერიფები და ა.შ. სწორედ ეს არის, რაზეც ევროპული საქართველო საუბრობს. ჩვენ როდესაც ვამბობთ, რომ ვართ კომპასი გარდამტეხი ცვლილებებისათვის, ვსაუბრობთ იმაზე, თუ რა არის გზა, რა უნდა გაკეთდეს, რომ დადგეს კარგი შედეგი და არა უბრალოდ სადღეგრძელო თუ რა გვინდა, რომ მოხდეს მომავალში

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • ჩვენ როდესაც ვამბობთ, რომ ვართ კომპასი გარდამტეხი ცვლილებებისათვის, ვსაუბრობთ იმაზე, თუ რა არის გზა, რა უნდა გაკეთდეს, რომ დადგეს კარგი შედეგი და არა უბრალოდ სადღეგრძელოზე თუ რა გვინდა, რომ მოხდეს მომავალში
  • unipress