ჩინეთის ქალაქ შენჯენში, კატებისა და ძაღლების საკვებად გამოყენება აკრძალეს

საზოგადოება

გამოქვეყნებულია  1,203 ნახვა განახლებულია 3 წელი წინ

"ბიბისის" ინფორმაციით, ჩინეთის ქალაქ შენჯენში, კატებისა და ძაღლების საკვებად გამოყენება აკრძალეს

გადაწყვეტილება ჩინეთში კორონავირუსის ეპიდემიასთან დაკავშირებით მიიღეს, რადგან ინფექციის გავრცელებას ველური ცხოველების საკვებად გამოყენებას უკავშირებენ. ამის შემდეგ ჩინეთის ხელისუფლებამ ველური ცხოველებით ვაჭრობა და მათი საკვებად გამოყენება აკრძალა, თუმცა ეს არ ეხებოდა კატებსა და ძაღლებს. შენჯენი ჩინეთის პირველი ქალაქია, სადაც აკრძალვა ამ ცხოველებზეც გავრცელდება. შეზღუდვა პირველი მაისიდან ამოქმედდება.        

შეგახსენებთ,საერთაშორისო ორგანიზაიცების მონაცემებით, აზიის რეგიონში, ყოველწლიურად ერთ მილიონ ძაღლს კლავენ, მათი საკვებად გამოყენების მიზნით        

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • ჩინეთის ქალაქ შენჯენში, კატებისა და ძაღლების საკვებად გამოყენება აკრძალეს
  • unipress