ჩინეთის ხელისუფლებამ ქალაქ უხანში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა შეცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
განახლებული ოფიციალური მონაცემებით, გარდაცვლილთა რაოდენობა 1 209-ით შეიცვალა და 2 869-მდე გაიზარდა, რაც სიკვდილიანობის მაჩვენებლის თითქმის 50 %-იანი ზრდაა.
ხელისუფლება განმარტავს, უხანში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რიცხვი გაიზარდა, რადგან დაემატა საავადმყოფოებს გარეთ გარდაცვლილების შესახებ ინფორმაცია, ასევე ზოგიერთი დაგვიანებული მონაცემი.
აღსანიშნავია, რომ ჩინეთის მიერ კორონავირუსით გარდაცვლილებისა და ინფიცირებულების შესახებ მონაცემები საჯაროდ ეჭვქვეშ არაერთხელ დააყენა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა
0 კომენტარი