ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა უფლებამოსილების ნაწილი უმცროს დას გადასცა

ჩრდილოეთ კორეა

გამოქვეყნებულია  257 ნახვა განახლებულია 2 წელი წინ

BBC -ის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა უფლებამოსილების ნაწილი უმცროს დას გადასცა.

როგორც სამხრეთ კორეის დაზვერვის თანამშრომლები აცხადებენ, კიმ ჩენ ინი კვლავ ერთპიროვნულად მართვას ჩრდილოეთ კორეას, თუმცა სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილზე პასუხისმგებლობა მის დას, კიმ იო ჯონგს დაეკისრა, დაზვერვის სამსახურში მიიჩნევენ, რომ კიმ ჩენ ინის უმცროს დას ჩრდილოეთ კორეისა და აშშ-ის ურთიერთობების საკითხები დაევალა.

ცნობისთვის, კიმ იო ჯონგი მედიის წინაშე პირველად 2018 წელს გამოჩნდა, როდესაც ის სამხრეთ კორეას ეწვია. ის სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეის მიერ ზამთრის ოლიმპიადაზე გაგზავნილი ერთობლივი დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებოდა. კიმ ჩენ ინის და ასევე ესწრებოდა მისი ძმის შეხვედრებს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან, ჩინეთის მეთაურ სი ძინპინთან და სამხრეთ კორეის ლიდერ მუნ ჯე ინთან

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა უფლებამოსილების ნაწილი უმცროს დას გადასცა
  • unipress