"პროგრესი და თავისუფლების" ერთ-ერთი დამფუძნებელი ცეზარ ჩოჩელი საარჩევნო ბლოკის "ძალა ერთობაშია" მაჟორიტარი კანდიდატი იქნება-აღნიშნულ ინფორმაციას "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, გრიგოლ ვაშაძე ავრცელებს. მისივე თქმით, გაერთაინებულ ოპოზიციას, კიდე არაერთი პარტია და სუბიექტი შეურთდება.
"თქვენ იცით გაერთიანებულ ოპოზიციაში რამდენი პარტია და რამდენი სუბიექტია. "პროგრესი და თავისუფლება" შეუერთდა ამ გაერთიანებას და ეს ბოლო შემოერთება არ იქნება, შემიძლია დაგარწმუნოთ. სიების წარდგენის დროისთვის ყველაფერს გაიგებთ, მაგრამ ძალიან ბევრ ადამიანთან და ძალიან ბევრ პარტიასთან მიდის მოლაპარაკება... ცეზარ ჩოჩელიც მაჟორიტარი იქნება",- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ

0 კომენტარი