ძალიან ნათლად გამოიკვეთა ის წითელი ხაზები, რომლებიც არ უნდა გადაკვეთოს ხელისუფლებამ - გიგი წერეთელი ევროპარლამენტარების განცხადებებზე

გიგი წერეთელი

გამოქვეყნებულია  59 ნახვა განახლებულია 2 თვის წინ

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატი ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის ოლქში, გიგი წერეთელი ევროპარლამენტარების განცხადებებს ეხმიანება.        


გიგი წერეთლის თქმით, ევროპარლამენტარებმა გამოთქვეს ყველა ის წუხილი, რაც არჩევნების წინ აქვთ მათ და ნათლად გამოიკვეთა ის წითელი ხაზები, რომლებიც ხელისუფლების წარმომადგენლებმა არ უნდა გადაკვეთონ. წერეთელმა აღნიშნა, რომ ამ არჩევნების ჩატარება მნიშვნელოვნად განსაზღვრავს საქართველოს ურთიერთობას
დასავლელ პარტნიორებთან.


"ევროპარლამენტში ძალიან მკაფიოდ გამოითქვა ყველა ის წუხილი, რომელიც მომავალი არჩევნების წინ აქვთ ჩვენ მეგობრებს და პარტნიორებს. ძალიან ნათლად გამოიკვეთა ის წითელი ხაზები, რომელიც არ უნდა გადაკვეთოს ხელისუფლებამ, პირველ რიგში, ეს არის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება არასწორად, ძალადობა, ამომრჩევლების მოსყიდვა და რამენაირად არჩევნების გაყალბების მცდელობა და მათ მკაფიოდ აღნიშნეს, რომ ის შეთანხმებები, რომლებიც დაიდო, უნდა შესრულდეს. მთლიანობაში, ის თუ როგორ ჩატარდება ეს არჩევნები მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ჩვენ ურთიერთობას დასავლელ პარტნიორებთან." - განაცხადა გიგი წერეთელმა.

Image

infoclear

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

infoclear
  • ძალიან ნათლად გამოიკვეთა ის წითელი ხაზები, რომლებიც არ უნდა გადაკვეთოს ხელისუფლებამ - გიგი წერეთელი ევროპარლამენტარების განცხადებებზე
  • unipress