წარმოდგენა არ მაქვს, გრიგოლ ვაშაძის თავში რა იდო, როდესაც მოლაპარაკებების ჩაშლაზე საუბრობდა, მე ვერ მიგულისხმებდა, რადგან არ ჩამიშლია

იაგო ხვიჩია

გამოქვეყნებულია  56 ნახვა განახლებულია 2 თვის წინ

წარმოდგენა არ მაქვს, გრიგოლ ვაშაძის თავში რა იდო, როდესაც მოლაპარაკებების ჩაშლაზე საუბრობდა, მე ვერ მიგულისხმებდა, რადგან არ ჩამიშლია - განაცხადა "გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ:

"პროცესში ვმონაწილეობ, მაინტერესებს, მგონია, მოლაპარაკება ერთადერთი გზა არის კონფლიქტების გადაწყვეტის. შესაბამისად, როცა მეუბნებიან, რომ იქ ვიღაცამ მოლაპარაკება ჩაშალა, მაინტერესებს, ეს მოლაპარაკება ვინ ჩაშალა და თუ ასეა, ზოგადად, არსებობს თუ არა შანსი, რომ გაფუჭებული საქმე გამოვასწოროთ. ზოგადად, ძალიან ცნობისმოყვარედ ვუყურებ ამ საკითხს და ველოდები პასუხს. ან უნდა ითქვას, ეს ყველაფერი ტყუილია, ან დასახელდეს ხალხი, ვინც მოლაპარაკება ჩაშალა.

წარმოდგენა არ მაქვს, ბატონი გრიგოლის თავში რა იდო, როდესაც ამას საუბრობდა, ჩემი აზრით, მე ვერ მიგულისხმებდა, რადგან მე არ ჩამიშლია. ბევრი ადამიანი არსებობს როგორც მისი პარტიის შიგნით, ისე მის გარეთ, რომელზეც შეიძლება ბატონი გრიგოლი ამბობდეს, შეუძლებელია, ამაზე ვიმარჩიელოთ"

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • წარმოდგენა არ მაქვს, გრიგოლ ვაშაძის თავში რა იდო, როდესაც მოლაპარაკებების ჩაშლაზე საუბრობდა, მე ვერ მიგულისხმებდა, რადგან არ ჩამიშლია
  • unipress