წერეთელზე მდებარე მიკროსაფინანსოში შეჭრილ პირს ცხრა მძევალი ჰყავს აყვანილი

მძევლები

გამოქვეყნებულია  64 ნახვა განახლებულია 8 დღის წინ

გავრცელებული ინფორმაციით, წერეთლის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეჭრილ პირს ცხრა მძევალი ჰყავს აყვანილი. ერთ-ერთი პირი რომელმაც მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან გამოსვლა შეძლო, ამ დროისთვის გამოკითხვაზე იმყოფება.

სამართალდამცავებმა შენობის მიმდებარე ტერიტორია შემოსაზღვრეს, სადაც მედიას და მოქალაქეებს გავლის საშუალება არ აქვთ.

ცნობისთვის, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ემ ბი სი“ ორგანიზაციის ერთ-ერთ ფილიალზე თავდასხმის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.

„გვინდა, გავაკეთოთ განცხადება ამ მომენტში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით: ჩვენი კომპანია სრულ კოორდინაციაშია შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, ვმოქმედებთ მათი მითითებების შესაბამისად. ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში გავაკეთებთ ყველაფერს, რომ პროცესი მშვიდობიანად დასრულდეს. შექმნილ მდგომარეობაში, თანამშრომლების ჯამრთელობა და უსაფრთხოება „ემ ბი სი-ს უპირველესი ამოცანაა“, – ნათქვამია განცხადებაში

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • წერეთელზე მდებარე მიკროსაფინანსოში შეჭრილ პირს ცხრა მძევალი ჰყავს აყვანილი
  • unipress