წესები, რომლებიც დადგენილია და არანაირად არ უშლის ხელს გამოხატვის თავისუფლებას, აღსრულებული უნდა იყოს მაქსიმალური სიმკაცრით

გიორგი გახარია

გამოქვეყნებულია  177 ნახვა განახლებულია 2 წელი წინ

გამოვაცხადეთ ორთვიანი გეგმა, რომელმაც უნდა დაასტაბილუროს ქვეყანაში ეპიდემიური ვითარება. ვაცხადებთ ინტენსიური ტესტირების ახალ გრაფიკს, რომელიც უახლოეს პერიოდში მიაღწევს დღეში 20 ათას ტესტს. ეს არის პარალელური პროცესი, რომელმაც შეზღუდვების პერიოდში ხელი უნდა შეუწყოს ინფიცირების სწრაფ გამოვლენას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ამ ნაბიჯის მიზანია, შეზღუდვების ორთვიანი გეგმა იყოს მაქსიმალურად ეფექტური.

„მაქსიმალურად სწრაფად გამოვავლინოთ ინფიცირების შემთხვევები, მოვახდინოთ მათი მკურნალობა, რომ თებერვლის დასაწყისში ჩვენ გვქონდეს სრულფასოვანი ცხოვრების გაგრძელების შესაძლებლობა. ასევე, შეიქმნა ჯგუფი, რომელიც იზრუნებს ვაქცინაციის გეგმაზე, მის შეძენაზე. ჩვენ უკვე გარკვეული თანხები გადავიხადეთ ვაქცინის დროულად შემოტანასთან დაკავშირებით. ამ კომისიამ უნდა უზრუნველყოს, როგორც ვაქცინის დროული შემოტანა, ასევე იმ ტექნიკური მოსამზადებელი სამუშაოები, რომელიც აუცილებელი დროული ვაქცინაციის დასაწყებად“, – განაცხადა გახარიამ.

პრემიერის თქმით, შეზღუდვების შესრულება და გამოხატვის თავისუფლება ერთმანეთს ხელს არ უშლის, ამიტომ წესები ყველამ უნდა დაიცვას.

„შეუძლებელია ორ თვეში ვირუსის გავრცელების შეჩერება, თუმცა ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვირუსის გავრცელების სისწრაფის შეჩერება. დავიცვათ შეზღუდვები, რომ დავიცვათ ერთმანეთი. რა თქმა უნდა, ქვეყანაში არავინ შეზღუდავს არც გამოხატვის და არც სიტყვის თავისუფლებას, თუმცა ის მოთხოვნები, რომელსაც დღეს კანონი და ეპიდემიოლოგები გვიყენებენ, არ არის რთული შესასრულებელი. შეგვიძლია, შევინარჩუნოთ გამოხატვის თავისუფლება და დავიცვათ ელემენტარული წესებიც. არ არის რთული პირბადის ტარება. მინდა, შსს-ს წარმომადგენლებს ვთხოვო, ის წესები, რომლებიც დადგენილია და არანაირად არ უშლის ხელს გამოხატვის თავისუფლებას, აღსრულებული იყოს მაქსიმალური სიმკაცრით“, – განაცხადა გახარიამ

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • წესები, რომლებიც დადგენილია და არანაირად არ უშლის ხელს გამოხატვის თავისუფლებას, აღსრულებული უნდა იყოს მაქსიმალური სიმკაცრით
  • unipress