წულუკიანი, სერგეენკო - "ქართული ოცნების" სავარაუდო მაჟორიტარები

სერგეენკო, წულუკიანი

გამოქვეყნებულია  300 ნახვა განახლებულია 2 წელი წინ

თეა წულუკიანი, გია ვოლსკი, დავით სერგეენკო, სოზარ სუბარი — ფორმულას ინფორმაციით, ქართული ოცნება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მმართველი გუნდის ცნობილ ლიდერებს წარადგენს.

დროების მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, დედაქალაქში მმართველი გუნდი მაჟორიტარ კანდიდატებს ასე გადაანაწილებს:

ნაძალადევი — იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი;

გლდანი — ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი;

სამგორი — პრემიერის მრჩეველი სოზარ სუბარი;

ისანი — მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი აბუსელიძე;

საბურთალო — ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი დავით სერგეენკო;

მთაწმინდა-კრწანისი — დეპუტატი ბექა ოდიშარია;

ვაკე — ტელეკომპანიის განცხადებიით, ერთერთი ვერსიით, მმართველი გუნდის კანდიდატი ვაკის რაიონის გამგებელი, ნოდარ ტურძელაძე, იქნება. ასევე, შესაძლოა, კანდიდატად პარლამენტის ვიცესპიკერი გია ვოლსკი დასახელდეს. მათი თქმით, არსებობს ცნობები იმის თაობაზეც, რომ ვოლსკიმ კენჭი, შესაძლოა, დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში იყაროს.

ლევან კობიაშვილის, სოზარ სუბარისა და დავით სერგეენკოს სავარაუდო მაჟორიტარობაზე ინფორმაცია გაავრცელეს სხვა არხებმაც, მთავარმა, რუსთავი 2-მა და იმედმა.

ცნობისთვის, მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ სია უკვე დაამტკიცეს და მას ოფიციალურად ხვალ, 20 ივნისს წარადგენენ.


თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • წულუკიანი, სერგეენკო - "ქართული ოცნების" სავარაუდო მაჟორიტარები
  • unipress