ჭავჭავაძის გამზირზე ავტობუსი ქვეითს დაეჯახა

ჭავჭავაძის გამზირი

გამოქვეყნებულია  233 ნახვა განახლებულია 1 წლის წინ

ჭავჭავაძის გამზირზე ავტობუსი ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა. იგი საავადმყოფოშია გადაყვანილი. ადგილზე გამოძახებული სასწრაფო დახმარების თანამშრომლის თქმით, გარდა ქვეითისა, დაშავდა ავტობუსში მჯდომი ქალიც, რომელიც დამუხრუჭების გამო ძირს დაეცა და ფეხი იღრძო.

შსს-მ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს მის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

შეგახსენებთ, განახლებულ ჭავჭავაძის გამზირზე ავტობუსი ქვეითს ერთი კვირის წინაც დაეჯახა

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • ჭავჭავაძის გამზირზე ავტობუსი ქვეითს დაეჯახა
  • unipress