ჭავჭავაძის გამზირზე ნაგვის მიწისზედა ურნები აღარ იქნება

 კახა კალაძე

გამოქვეყნებულია  119 ნახვა განახლებულია 4 თვის წინ

ჭავჭავაძის გამზირზე ნაგვის მიწისზედა ურნები აღარ იქნება - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა:      

"ნარჩენების ურნები ჭავჭავაძის გამზირზე პირველად განთავსდა მიწის ქვეშ. აღებული გვაქვს ვალდებულება ნარჩენების გადამუშავების და ამ მიმართულებით საკანონმდებლო ორგანოში მუშაობა დაწყებულია. ასევე, ვმუშაობთ ნარჩენების ქარხნის მშენებლობის საკითხზე. ჭავჭავაძეზე საძირკველი უკვე ჩავასხათ მიწის ნარჩენების ურნებისთვის. ეს ურნები პრობლემას წარმოადგენდა ვიზუალურად, სუნით. ეს მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ ნარჩენების დაცლა ყოველდღე არ მოხდეს. კვირაში ერთხელ - ორჯერ საკმარისი იქნება ამ ურნების დაცლა. პირველ ეტაპზე ურნების გამოყენება ჩვეულებრივ შეგვიძლია და არ არის საჭირო სეპარირება, სანამ კანონპროექტი არ დაგვეწევა და არ დავიწყებთ კონკრეტულად გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობას. ჩემი დავალებაა შესაბამისმა სამსახურებმა მოახდინოს ღია ურნების აღება ჭავჭავაძის გამზირიდან, რომელიც ხელს უშლის ველოსიპედებით და სკუტერების გადაადგილებას. მნიშვნელოვანია რაც შეიძლება მეტი კომუნიკაცია საზოგადოებასთან, როგორ მოვიხმაროთ ეს ურნები"


infoclear

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

infoclear
  • ჭავჭავაძის გამზირზე ნაგვის მიწისზედა ურნები აღარ იქნება
  • unipress