ხალხის ოცნება იყო მეტი თავისუფლება და მივიღეთ სუს-ი, ყველგან სუს-ი და მარტო სუს-ი

ევროპული საქართველო

გამოქვეყნებულია  46 ნახვა განახლებულია 1 თვის წინ

"ევროპულმა საქართველომ" დღეს, თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე მოსახლეობასთან შემაჯამებელი შეხვედრა გამართა.

"ევროპული საქართველოს" ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატის, გიგი უგულავას თქმით, მაშინ როდესაც მთელი ქვეყანა ტერორისტს ეძებს, მთავარი ტერორისტი, ბიძინა ივანიშვილი სახლში ზის და ხალხს დასცინის. უგულავამ აღნიშნა, რომ ქართველი ხალხი 31 ოქტომბერს აუცილებლად მოიტანს ქვეყანაში გარდამტეხ ცვლილებებს.

„დღეს, როდესაც მთელი ქვეყანა ტერორისტს დასდევს, მთავარი ტერორისტი აგერ, სულ რაღაც ერთ კილომეტრში ზის და დაცინის თავის ხალხს. დაცინის უკვე 8 წელიწადია, დაცინის და აბუჩად იგდებს და თან სიბინძურის ნიაღვარი მოდის მისგან.

ეს ყველაფერი დასრულდება 31 ოქტომბერს, რადგან ჩვენ აღარ ავიტანთ ჭაობში ყოფნას. ჩვენი ხალხის ოცნება იყო მეტი თავისუფლება და მივიღეთ სუს-ი, ყველგან სუს-ი და მარტო სუს-ი.  პენსიონერის ოცნება იყო უკეთესი სიბერე, მაგრამ მივიღეთ მხოლოდ 3 დოლარით გაზრდილი პენსია, ჩვენი ხალხის ოცნება იყო უკეთესი სასამართლო, მაგრამ მივიღეთ მონსტრების კორპორაცია და ამ ყველაფერზე პასუხს აგებს ივანიშვილი და მარტო ივანიშვილი.

დღეს, როდესაც ადამიანი ამბობს მშია, პასუხია დენდროპარკი, როდესაც ადამიანი ამბობს მწყურია, პასუხია დენდროპარკი, როდესაც ადამიანი იტყვის, რომ პენსია არ მყოფნის, პასუხია კვლავ დენდროპარკი. საქართველოში ვართ მეგობრებო, ქვეყანაში, რომელიც ერთი დიდი დენდროპარკია, ჩვენ ვართ ამ ოაზისში, მაგრამ გვყავს მარტო მშიერი ადამიანი და მდიდარი მთავრობა და ეს მდიდარი მთავრობა წავა აუცილებლად.

ყველა გარდამტეხ ცვლილებას, ყველა ეპოქალურ ცვლილებას სჭირდება გუნდი, ევროპული საქართველო არის ის გუნდი, რომელსაც შეუძლია თავის პარტნიორებთან ერთად წინ წაწიოს ქვეყანა. ევროპულ საქართველოს აქვს სწორი გეგმა როგორ ვმართოთ პანდემია. ეს არის გუნდი, რომელსაც აქვს ცოდნაც, გამოცდილებაც, ისწავლა შეცდომებზეც და ეს არის გუნდი, რომელსაც შეუძლია წინ წაიყვანოს საქართველო.“ - განაცხადა უგულავამ

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • ხალხის ოცნება იყო მეტი თავისუფლება და მივიღეთ სუს-ი, ყველგან სუს-ი და მარტო სუს-ი
  • unipress