ხელისუფლებამ ირაკლი ოქრუაშვილთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმის "გაცოცხლება" გადაწყვიტა - ოპოზიციური პარტიების განცხადება

ირაკლი ოქრუაშვილი

გამოქვეყნებულია  215 ნახვა განახლებულია 6 თვის წინ

18 ოპოზიციური პარტია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ ხელისუფლებამ ირაკლი ოქრუაშვილთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმის "გაცოცხლება" გადაწყვიტა. მათი თქმით, ბიძინა ივანიშვილი ამით ცდილობს ყველას დაანახოს, რომ მის წინააღმდეგ აქტიური პოლიტიკური პოზიციის დაკავება "სახიფათოა":

"ამ ტიპის საქმეები აქტუალობას მაშინ იძენს, როცა ეს ივანიშვილს რომელიმე ოპონენტის გასაჩუმებლად, საზოგადოების დასაშინებლად და თავისი ხელქვეითების გასამხნევებლად სჭირდება".

ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ 8 მარტის შეთანხმება პოლიტპატიმრების გათავისუფლებასთან ერთად, ამ ტიპის საქმეების შეჩერებასაც ითვალისწინებს. მათი ტქმით, გიორგი რურუას გათავისუფლება პრინციპულ საკითხად რჩება:

"საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან ერთად, სწორედ ამის გამო ანიჭებენ საკვანძო მნიშვნელობას 8 მარტის შეთანხმების შესრულებას საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები. ამიტომაა ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის მიერ რამდენიმე დღის წინ, განხილულ დოკუმენტში მკაფიო მოწოდება რომ 8 მარტის შეთანხმება სრულად უნდა შესრულდეს, რაც გიორგი რურუას გათავისუფლებას გულისხმობს ხოლო საგანგებოდ ხაზგასმულია რომ ოქრუაშვილისა და უგულავას საპატიმროდან გამოშვება, 8 მარტის შეთანხმების შესრულებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო.

ივანიშვილის ხელისუფლება უნდა შეეშვას ოპონენტების დევნასა და დაშინებას. ეს მეთოდები მას ძალაუფლებას ვერ შეუნარჩუნებს, მაგრამ ქვეყანას რისკებს უზრდის და ზიანს აყენებს. დემოკრატიული ოპოზიციის ამოცანა კი 2020 წლის არჩევნების დასრულებისა და ივანიშვილის ძალაუფლებიდან მშვიდობიანი გზით ჩამოშორების შემდეგ, ამგვარი პოლიტიკური დევნისა და პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულების დასრულება".

განცხადებაზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიები:

ევროპული საქართველო;

ლელო;

ლეიბორისტული პარტია ;

საქართველოს პარლამენტართა საზოგადოება;

გამარჯვებული საქართველო;

ევროპული დემოკრატები;

ახალი საქართველოსთვის;

ემსახურე საქართველოს;

მოძრაობა სახელმწიფო ხალხისათვის;

საქართველო ლიდერებს შორის;

ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობა;

რესპუბლიკური პარტია;

კანონი და სამართალი;

ახალი საქართველო;

ქრისტიან კონსერვატიული პარტია;

ედპ;

ენმ;

თავისუფალი დემოკრატები.

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • ხელისუფლებამ ირაკლი ოქრუაშვილთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმის "გაცოცხლება" გადაწყვიტა - ოპოზიციური პარტიების განცხადება
  • unipress