ხელისუფლებამ პროვოკაცია დაგეგმა მხარდამჭერების მოსაზიდად

ანზორ ბიწაძე

გამოქვეყნებულია  104 ნახვა განახლებულია 1 წლის წინ

რაღაც დიდ გაუგებრობას აქვს ადგილი "ქართულ ოცნებაში". აქამდე ჯერ არნახული დემაგოგიით, გვიმტკიცებენ, თითქოს ვინმეს ეჭვის ქვეშ დაეყენებინოს ის, რომ დავით გარეჯი საქართველოა ,- ამის შესახებ "ერთიანი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ანზორ ბიწაძემ განაცხადა.

მისი თქმით, "ქართულ ოცნებაში" მმართველმა გუნდმა ხმების მოსაზიდად პროვოკაცია დაგეგმა.

"რაღაც პროვოკაცია დაგეგმეს აშკარად ხმების მოსაზიდად, მაგრამ საბედნიეროდ, ისე არ ბნელა ქვეყანაზე, როგორც მათ სურთ. სადამდე უნდა მიგვიყვანოს ამ აბსურდის თეატრმა? შემდეგ არჩევნებზე, ალბათ მთავარი მესიჯი ექნებათ: თბილისი საქართველოა და ოპოზიცია ამას უარყოფსო. უკანასკნელი ექვსი თვის მანძილზე, განუწყვეტლივ აცხადებდნენ, კოვიდეფექტური მთავრობა ვართ და ამიტომ ხმა ჩვენ უნდა მოგვცეთო. ახლა, როდესაც ინფიცირებულთა რიცხვი კატასტროფულად იზრდება, აღარ იციან რა მოიფიქრონ და ამ ყველაფერმა კატასტროფული დემაგოგიის და ცინიზმის სახე მიიღო" -  განაცხადა ბიწაძემ

ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • ხელისუფლებამ პროვოკაცია დაგეგმა მხარდამჭერების მოსაზიდად
  • unipress