ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რათა არჩევნებზე მოხდეს დარღვევების, ძალადობისა და მოსყიდვის ფაქტების მინიმიზება

გიგი წერეთელი

გამოქვეყნებულია  149 ნახვა განახლებულია 12 თვის წინ

ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რათა არჩევნებზე მოხდეს დარღვევების, ძალადობისა და მოსყიდვის ფაქტების მინიმიზება  – ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, "ევროპული საქართველოს" წევრი, გიგი წერეთელი, ოქტომბრის არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებლების ჩამოსვლასა და მათ როლზე საუბრობს.

გიგი წერეთლის თქმით, მიუხედავად პანდემიისა, ძალიან ბევრი საერთაშორისო დამკვირვებელი დააკვირდება ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს როგორც ადგილობრივ დონეზე, ისე დისტანციურად, ადგილობრივი დამკვირვებლების დახმარებით.

წერეთელმა აღნიშნა, რომ ყველანაირი შესაძლო დაღვევის ფაქტს ექნება მკაცრი რეაგირება საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან, ამიტომ ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა მოხდეს დარღვევის ფაქტების მინიმიზება.

„საქართველოში, 31 ოქტომბერს გასამართ არჩევნებთან დაკავშირებით არის ძალიან დიდი ყურადღება, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ არის პანდემიური ვითარება, არის აშშ-ში არჩევნები, ძალიან ბევრი დამკვირვებელი აპირებს ჩამოსვლას, ესენია როგორც ეუთო/ოდირის, ისე საპარლამენტო ასამბლეის დამკვირვებლები, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებიდან. ვიცით რომ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი დააკვირდება, ზოგი იქნება ონლაინ-რეჟიმში და დაეყრდნობა ადგილობრივ დამკვირვებელს.

მთავარი არის ის, რომ არჩევნებს ექნება ძალიან სერიოზული მონიტორინგი და ძალიან სერიოზული შეფასებები გაკეთდება, რათქმაუნდა, თუკი იქნება რაიმე დარღვევა. ეს იქნება პრევენციულად, არჩევნების დღესაც და მის შემდეგაც, ძალიან აქტიურად დააკვირდება ყველა. ამიტომ, ხელისუფლება უნდა შეეცადოს და ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ მინიმიზება მოხდეს დარღვევების, ძალადობის, შერჩევითი გადაწყვეტილებებისა და მოსყიდვის ფაქტებზე.“ - განაცხადა გიგი წერეთელმა

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რათა არჩევნებზე მოხდეს დარღვევების, ძალადობისა და მოსყიდვის ფაქტების მინიმიზება
  • unipress