ხელისუფლებამ 60 მლნ დოლარი ფაქტობრივად ჰაერში გაისროლა - დავით ჭიჭინაძე

პოლიტიკა

გამოქვეყნებულია  114 ნახვა განახლებულია 8 თვის წინ

საქართველოს ხელისუფლებამ 60 მილიონი დოლარი ფაქტობრივად ჰაერში გაისროლა- განაცხადა პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისას:

„ეკონომიკური გუნდის განცხადებები, არა მარტო არაფრის მთქმელია, არც ერთ განცხადებას არანაირი კავშირი არ აქვს იმ რეალურ სიტუაციასთან, რაც საქართველოში ვითარდება. ფაქტია, ქვეყანაში 60 მილიონი დოლარი გაიყიდა, მაგრამ აქიდან არც ლარის კურსს ეტყობა არაფერი, ვერც მოსახლეობა დამშვიდდა, რადგან დღეს საქართველოში ეკონომიკა სრულად გაჩერებულია და არაფერი არ იძლევა იმის იმედს, რომ ასეთი დარიგებული თანხები ეკონომიკისკენ იქნება მიმართული. ხოლო, თუ პროცესების შეჩერება გვინდა, ამ პროცესებს უნდა დავუპირისპიროთ მხოლოდ აქტიური ეკონომიკა, რადგან პასიური ეკონომიკის პირობებში, ნებისმიერი ასეთი ნაბიჯი აბსოლუტურად უარყოფითად იქნება აღქმული ჩვენი ეკონომიკის მიერ და შედეგიც შესაბამისად მხოლოდ სპეკულაციური ექნება. ანუ, დღეს ლარს ვერაფერით ვერ გაამყარებს ე.წ. საბაზრო ნაბიჯები, რადგან სადაც ლარი მიემართებოდა, დღეს ყველაფერი გაჩერებულია და ლარს არ გააჩნია ის მოტივაცია, რომ იქცეს საქონლად. ამიტომ, მოვუწოდებ ხელისუფლებას, გადმოვიღოთ დასავლეთის ის მართვის მეთოდები, რომელსაც მთელი დასავლეთი მიმართავს, რაც ნიშნავს იმას, რომ გადავიდეთ მართვად ეკონომიკაზე და არა თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის მეთოდებზე. მოკლედ, ვალდებულებებთან მიმართებაში ქვეყანაში თუ არ გამოცხადდა ფორსმაჟორი, ჩვენ სიტუაცია ნელ-ნელა გაგვექცევა ხელიდან და ის კომპანიებიც კი, რომლებიც დღეს კიდე არიან ბაზარზე დარჩენილები, ისინიც უუნაროები გახდებიან. ასევე მინდა გამოვეხმაურო საერთაშორისო ორგანიზაცია IATA -ს რეკომენდაციებს, გადამზიდავებთან დაკავშირებით, რომელიც მოუწოდებს ცენტრალურ აღმოსავლეთ აზიას და შესაბამისად საქართველოს, რომ სახელმწიფომ მხარი დაუჭიროს საკუთარ ავიაკომპანიებს. მითუმეტეს, რომ ჩვენი ემიგრაციის ძალიან დიდი ნაწილი დღეს დარჩენილია ქართული ავიაკომპანიების იმედად. სახელმწიფომ კი, მაქსიმალურად უნდა შეუწყოს ხელი სწორედ ქართულ კომპანიებს, რომ მათ შეძლონ ჩვენი მოქალაქეების სახლში დაბრუნება. ამასთან, უნდა მოეწყოს უფრო მეტი საკარნტინო ზონა რომ დაბრუნება უფრო უსაფრთხო იყოს“

Image

infoclear

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

infoclear
  • ხელისუფლებამ 60 მლნ დოლარი ფაქტობრივად ჰაერში გაისროლა - დავით ჭიჭინაძე
  • unipress