ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ქართული არმიის დღესთან დაკავშირებით, დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს

ხელისუფლება

გამოქვეყნებულია  197 ნახვა განახლებულია 9 თვის წინ

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ; პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა; პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ და თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, თავდაცვის ძალების დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებმა პატივი მიაგეს დაღუპული გმირების ხსოვნას.

ქართული ჯარის დაარსებიდან 29 წელი გავიდა. 1990 წლის დეკემბერში უზენაესი საბჭოს დადგენილებით  ეროვნული გვარდია შეიქმნა. 1991 წლის 24 აპრილის განკარგულებით კი, წვევამდელთა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის ბრძანება გამოიცა. 30 აპრილს გაწვევა ოფიციალურად დაიწყო და აქედან თანამედროვე ქართული ჯარის ისტორია იწყება


თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ქართული არმიის დღესთან დაკავშირებით, დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს
  • unipress