ხვალ არის დღე, რომელსაც შეუძლია დაასრულოს უპერსპექტივობა და უიმედობა და მოიტანოს ქვეყანაში გარდამტეხი ცვლილებები

დავით ბაქრაძე

გამოქვეყნებულია  129 ნახვა განახლებულია 1 წლის წინ

"ევროპული საქართველოს" ლიდერი, დავით ბაქრაძე, მოსახლეობას მიმართავს, რომ მივიდნენ ხვალიდნელ არჩევნებზე, რათა ქვეყანაში დასრულდეს უიმედობა, უპერსპექტივობა, გაზრდილი ფასები, სიღარიბე, კრიმინალი და მოხდეს გარდამტეხი ცვლილებები.


"ხვალ არის 31 ოქტომბერი, დღე, რომელიც განსაზღვრავს როგორი იქნება მომავალი 4 წელი ჩვენი ქვეყნისა და თითოეული ჩვენგანის ოჯახისთვის. დღე, რომელიც განსაზღვრავს, გაგრძელდება თუ არა ყველა ის პრობლემა, რომელშიც დღეს ცხოვრობს ჩვენი საზოგადოება, უმუშევრობა, სიღარიბე, ეკონომიკური გაჭირვება, გაზრდილი
ფასები, კრიმინალი, უიმედობა და უპესრპეტივობა, მუდმივი დაპირისპეირება და ნერვიულობა საზოგადოებაში.
ეს ყველაფერი გახლავთ ბოლო 8 წელში ივანიშვილის და ქართული ოცნების მმართველობის შედეგი, ჩვენი შანსი და შესაძლებლობაა ხვალ ამ ყველაფერს დავუსვათ წერტილი და მოვიტანოთ ქვეყანაში გარდამტეხი ცვლილებები.
დავემშვიდობოთ კრიზისს, უმუშევრობას, უპერსპექტივობასა და დაპირისპირებას და დავიწყოთ ნორმალური ქვეყნის აღმშენებლობა, დავიწყოთ აღმშენებლობა იმისთვის, რომ ქვეყანა გამოვიყვანოთ ეკონომიკური კრიზისიდან, რომ შეიქმნას სამუშაო ადგილები, მოწესრიგდეს ფასები, რომ ადამიანებს არ ეშინოდეთ გარეთ გასვლა და არ ფიქრობდნენ, რომ მათ საკუთარ სამშობლოში დარჩენის და ოჯახის დასაქმების
პერსპექტივა არ აქვთ. ამ ყველაფერს სჭირდება თითოეული თქვენგანის მოსვლა არჩევნებზე, ამ ყველაფერს
სჭირდება თითოეული თქვენგანის ხმა და მინდა ყველას გთხოვოთ, მოდით არჩევნებზე, მოდით არა პოლიტიკოსებისძთვის, არამედ თქვენი თავისთვის, თქვენი ოჯახებისა და თქვენი ქვეყნისთვის, იმისთვის, რომ თქვენს მომავალში მოხდეს გარდამტეხი ცვლილებები და იცხოვროთ უკეთ.
დარწმუნებული ვარ, რომ ამ არჩევნებში ჩვენ ვიქნებით წარმატებული, დარწმუნებული ვარ, რომ ევროპული საქართველო აჩვენებს ძალიან სერიოზულ შედეგს და მთელ დანარჩენ ოპოზიციასთან ერთად აუცილებლად გაიმარჯვებს.
მე დარწმუნებული ვარ, რადგან ვენდობი ჩემს გუნდს, გუნდს, რომელშიც არიან კვალიფიციური, მცოდნე ადამიანები, ვისაც გაუკეთებია საქმე, ვისაც აქვს გამოცდილება, ვისაც აქვს თვითკრიტიკის და კრიტიკულობის უნარი და რაც მთავარია, ვისაც შეუძლია სწორი ხედვით, სწორი პროგრამით წაიყვანოს ქვეყანა წინ.
ამიტომ ვარ მე "{ევროპულ საქართველოში" და ამიტომ გთხოვთ თითოეულ თქვენგანს,
რომ მოხვიდეთ ხვალ არჩევნებზე, შეცვალოთ თქვენი ცხოვრება, მხარი დაუჭიროთ "ევროპულ საქართველოს", შემოხაზოთ ნომერი 2 და ყველამ ერთად ვიცხოვროთ უკეთეს საქართველოში". - განაცხადა ბაქრაძემ.

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • ხვალ არის დღე, რომელსაც შეუძლია დაასრულოს უპერსპექტივობა და უიმედობა და მოიტანოს ქვეყანაში გარდამტეხი ცვლილებები
  • unipress