ჯორჯიის შტატში სენატის არჩევნების მეორე ტურში "დემოკრატიული პარტიის" კანდიდატები ლიდერობენ

ჯორჯიას შტატი

გამოქვეყნებულია  65 ნახვა განახლებულია 5 თვის წინ

Edison Research-ის წინასწარი მონაცემების თანახმად, ჯორჯიის შტატში გამართული აშშ-ის სენატის არჩევნების მეორე ტურში "დემოკრატიული პარტიის" კანდიდატები, ჯონ ოსოფი და რაფაელ უორნოკი ლიდერობენ.

 რაფაელ უორნოკი, რომელიც ბოლო 15 წლის განმავლობაში ატლანტას მთავარი ეკლესიის პასტორი იყო, "რესპუბლიკური პარტიის" წარმომადგენელს, კელი ლოეფლერს ხმების 6.8 %-ით უსწრებს, ხოლო ჯონ ოსოფმს დევიდ პერდუზე 6.4 %-ით მეტი ხმა აქვს.

შეგახსენებთ, აღნიშნული ორი მანდატი განსაზღვრავს, თუ რომელ პარტიას ექნება კონტროლი აშშ-ის სენატში, იმ შემთხვევაში, თუკი არჩევნების მეორე ტურში "დემოკრატი" კანდიდატები გაიმარჯვებენ, კონგრესის ზედა პალატაში "რესპუბლიკელებსა" და "დემოკრატებს" თანაბარი რაოდენობის, 50-50-ზე, მანდატები ექნებათ,

აშშ-ის კონსტიტუციის თანახმად, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი სენატის თავმჯდომარეა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამა თუ იმ საკითხზე კენჭისყრისას ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, კამალა ჰარისს გადამწყვეტი ხმა ექნება

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • ჯორჯიის შტატში სენატის არჩევნების მეორე ტურში "დემოკრატიული პარტიის" კანდიდატები ლიდერობენ
  • unipress