ჯო ბაიდენის დღის წესრიგი ჩინეთშია დამზადებული, ჩემი კი აშშ-ში

დონალდ ტრამპი

გამოქვეყნებულია  120 ნახვა განახლებულია 6 თვის წინ

დემოკრატიული პარტიის კანდიდატის, ჯო ბაიდენის გაპრეზიდენტების შემთხვევაში ქვეყანას ჩინეთი დაეპატრონება - ამის შესახებ დონალდ ტრამპმა რესპუბლიკური პარტიის ყრილობაზე განაცხადა:        

"ჯო ბაიდენის დღის წესრიგი ჩინეთშია დამზადებული, ჩემი კი – აშშ-ში. თუ დემოკრატიულ პარტიას სურს, იდგეს ანარქისტების, აგიტატორების, არეულობის მონაწილეების, მაროდიორების, დროშებისთვის ცეცხლი წამკიდებლების გვერდით, ეს მათი გადასაწყვეტია, თუმცა მე, როგორც თქვენი პრეზიდენტი, არასდროს ვიქნები ამის ნაწილი.

ბაიდენის ამერიკაში უსაფრთხოდ არავინ იქნება, არ შეცდეთ, თუ ჯო ბაიდენს ძალაუფლებას მისცემთ, რადიკალი მემარცხენეები მთელ ამერიკაში პოლიციის დეპარტამენტების დაფინანსებას შეამცირებენ. ისინი დაამტკიცებენ ფედერალურ კანონმდებლობა მთელი ქვეყნის ფარგლებში სამართალდამცავი სტრუქტურების შესამცირებლად. ისინი ყველა ქალაქს დაამსგავსებენ დემოკრატების მიერ მართულ პორტლენდსა და ორეგონს".

ასევე, დონალდ ტრამპმა, სიტყვით გამოსვლისას ჩამოთვალა ის დაპირებები, რომელთა შესრულებასაც ის მეორე ვადით გამარჯვების შემთხვევაში გეგმავს: 

"მომავალ 10 თვეში 10 მილიონი სამუშაო ადგილის შექმნა, გადასახადებს შემცირება, პოლიციის გაძლიერება, საზღვრების დაცვა, ამერიკელებისთვის ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა და საზღვარგარეთ მიმდინარე ომებიდან ამერიკელი სამხედროების გაყვანა".

დონალდ ტრამპის თქმით, აშშ პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც მარსზე თავის დროშას აღმართავს

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • ჯო ბაიდენის დღის წესრიგი ჩინეთშია დამზადებული, ჩემი კი აშშ-ში
  • unipress