ჯო ბაიდენი აშშ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას შეუდგა

ჯო ბაიდენი

გამოქვეყნებულია  62 ნახვა განახლებულია 2 თვის წინ

ჯო ბაიდენმა საპრეზიდენტო ფიცი დადო და აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი ოფიციალურად გახდა. ინაუგურაცია ვაშინგტონში, კაპიტოლიუმის წინ გაიმართა.

საზეიმო ცერემონიაზე ბაიდენმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ჯონ რობერტსისა და დამსწრე საზოგადოების წინაშე, იმ ბიბლიაზე დაიფიცა, რომელიც მის ოჯახში 1893 წლიდან ინახებოდა და მასზე ფიცი ვიცე-პრეზიდენტის რანგში მანამდე უკვე ორჯერ წარმოთქვა.

ჯო ბაიდენამდე საზეიმო ფიცი ვიცე-პრეზიდენტის რანგში კამალა ჰარისმა წარმოთქვა.

46-ე პრეზიდენტის ინაუგურაციას მისი წინამორბედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არ დასწრებია. აღსანიშნავია, რომ ცერემონიას ესწრებოდა უკვე ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • ჯო ბაიდენი აშშ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას შეუდგა
  • unipress