ჯო ბაიდენი საკმაოდ დაკავებულია და დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურას დიდ დროს ვერ დაუთმობს

ჯო ბაიდენი

გამოქვეყნებულია  59 ნახვა განახლებულია 17 დღის წინ

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მისი წინამორბედის, დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურას დიდ დროს ვერ დაუთმობს - განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯენ ფსაკიმ.

პრეზიდენტი საკმაოდ დაკავებულია და მას ამ კვირაში გადატვირთული გრაფიკი აქვს. განრიგის მიხედვით, ის ჯანდაცვის ეროვნულ ინსტიტუტსა და თავდაცვის დეპარტამენტს უნდა ესტუმროს. ჯი ბაიდენი კავშირზე იქნება წარმომადგენელთა პალატის სპიკერ პელოსისთან და სხვა კონგრესმენებთან, თუმცა იმპიჩმენტის პროცესის განმავლობაში ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს არ გააკეთებს.

შეგახსენებთ, დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურა სენატში 9 თებერვალს დაიწყება. აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის მიერ ტრამპის იმპიჩმენტის რეზოლუციის ტექსტში მითითებულია, რომ მას ბრალად ამბოხის წაქეზება ედება. აღსანიშნავია, რომ სენატის გადაწყვეტილება არ საჩივრდება

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • ჯო ბაიდენი საკმაოდ დაკავებულია და დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურას დიდ დროს ვერ დაუთმობს
  • unipress