ჯო ბაიდენი 50%, დონალდ ტრამპი 41% - გამოკითხვა

New York Times

გამოქვეყნებულია  53 ნახვა განახლებულია 1 თვის წინ

"New York Times" - ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგების თანახმად, ჯოზეფ ბაიდენს ხმას გამოკითხულთა 50%, დონალდ ტრამპს კი - 41% უჭერს.

ამავე გამოკითხვის თანახმად, ეკონომიკის საკითხში დონალდ ტრამპს მცირე უპირატესობა აქვს, გამოკითხულთა 48 % თვლის, რომ ეკონომიკის თვალსაზრისით მოქმედი პრეზიდენტი უკეთესი ლიდერია, 47 % კი მიიჩნევს, რომ ბაიდენი ქვეყნის ეკონომიკას უკეთ გაუძღვება.

კითხვაზე, ვინ უკეთესად გააერთიანებს ქვეყანას, ბაიდენი ტრამპს 19 % უსწრებს.

გარდა ამისა, 12 %-ით მეტი ამომრჩეველი თვლის, რომ ჯოზეფ ბაიდენი კორონავირუსის პანდემიის მართვას უკეთესად შეძლებს.

გამოკითხვა 15-18 ოქტომბერს ჩატარდა და მასში მონაწილეობა 987-მა პოტენციურმა ამომრჩეველმა მიიღო. 

შეგახსენებთ, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარე წლის 3 ნოემბერს გაიმართება

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • ჯო ბაიდენი 50%, დონალდ ტრამპი 41% - გამოკითხვა
  • unipress