არასამთავრობოები მეტროში შრომის ინსპექციის შესვლას ითხოვენ

მეტრო

გამოქვეყნებულია  140 ნახვა განახლებულია 2 წელი წინ

არასამთავრობო ორგანიზაციები თბილისის მეტროპოლიტენში შრომის ინსპექციის შესვლას ითხოვენ. მათი აზრით აუცილებელია იქ არსებული ვითარების დეტალურად შესწავლა. მიზეზი მეტროს თანამშრომლებში კორონავირუსის გავრცელებაა. სამოქალაქო სექტორის შეფასებით თბილისის სატრანსპორტო კომპანია და მერია ცდილობენ აიცილონ პასუხისმგებლობა მეტროპოლიტენში განვითარებულ მოვლენებზე, რადგან 50-ზე მეტი მემანქანის დაინფიცირება ადასტურებს, რომ მუშაობის პროცესში არ იყო დაცული უსაფრთხოება.

"მეტროში, დღეს კორონავირუსით ინფიცირებული  დაახლოებით 50 ადამიანია, ასეთ დროს სამწუხაროდ, დამსაქმებელი დასაქმებულებს არ ესაუბრება. აუცილებლად მივიჩნევთ, რომ შრომის ინსპექცია, როგორც ერთ-ერთი მთავარი სახელმწიფო უწყება ჩაერთოდ ამ საქმეში და გამოკვლიოს რა მდგომარეობაა რეალურად მეტროში", - აცხადებს საიას წევრი მერაბ ქართველიშვილი.

რაც შეეხება მერიას, მათი განცხადებით, მეტრო უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ჩერდება და ამას მემანქანეების ინფიცირებასთან არანაირი კავშირი არ აქვს

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • არასამთავრობოები მეტროში შრომის ინსპექციის შესვლას ითხოვენ
  • unipress