ვიდეოჩანაწერებში ნათლად ჩანს, რომ თამარ ბაჩალიაშვილი არათუ თავის მოსაკლავად, არამედ ნამდვილად შეხვედრაზე მიდიოდა, რაღაც საეჭვო ნიუანსებიც შევამჩნიეთ

მიხეილ რამიშვილი

გამოქვეყნებულია  193 ნახვა განახლებულია 1 წლის წინ

ნათლად ჩანს, რომ თამუნა არათუ თავის მოსაკლავად, არამედ ნამდვილად სადღაც შეხვედრაზე მიდიოდა, - განაცხადა თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ:     

"ნათლად ჩანს, რომ თამუნა არათუ თავის მოსაკლავად, არამედ ნამდვილად სადღაც შეხვედრაზე მიდიოდა, რადგან სხვანაირად, რასაც ჩვენ ვაკვირდებოდით, ახლო ფორმატშიც დავინახეთ გადაადგილების მარშრუტი. გარდა ამისა, გეტყვით, რომ საეჭვო რაღაცებიც შევამჩნიეთ. აქამდე ეს გამოძიებასაც არ ჰქონდა შემჩნეული, რაღაც ნიუანსები. ეს თბილისიდან მომდინარეობს, თბილისიდან იწყება და შესაბამისად მაგის თაობაზე გვქონდა გამომძიებლებთან საუბარი. ამას მოიკვლევს. მე იმიტომ ვამბობ, რომ ერთი თვის განმავლობაში ყველაფერი მიდიოდა ძალიან ზერელედ. თქვენ წარმოიდგინეთ, თითქმის ცხრა საათი მიდიოდა დეტალურად შესწავლა.

გარდა ამისა, ექსპერტების შუალედური დასკვნებიც ვნახეთ. დამატებით დაიკითხა ქალბატონი თეონა, რადგან დროთა განმავლობაში საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის ძალიან ბევრი ფაქტი ახსენდება ქალბატონ თეონას, ბატონ ჯუმბერს, რაც მიმაჩნია, რომ გამოძიებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან საინტერესო ფაქტებისა და ინფორმაციის შემცველია. შემიძლია გითხრათ, რომ გაასმაგებულად ინტერესდებოდა გამოძიება, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არ არის საფუძველი, რომ ჩვენ დაიმედებით ვიყოთ. ეს დამოკიდებულია იმაზე, რამდენად დაჩქარებული ტემპით გადაწყდება ყველანაირი საგამოძიებო მოქმედება. ფაქტია, ეს ცხრა საათი მხოლოდ და მხოლოდ სამუშაო გრაფიკით მიმდინარეობდა და მაქსიმალურად ყველანაირი პირობებია შექმნილი, რომ ყველაფერმა მიიღოს ის შედეგი, რა შედეგიცაა სამართლიანობისთვის დამახასიათებელი სტანდარტები, დანარჩენს უკვე გვანახებს დრო და შედეგი.

ასევე, გავეცანით შუალედურ დასკვმას, საერთოდ არასდროს არაფერი ითქმის შუალედურ დასკვნაზე, საშუალოზე ფასდება, გადამწყვეტია საბოლოო დასკვნა. რა თქმა უნდა, ეს შუალედური დასკვნები გადაეგზავნება შესაბამისად ისეთ სპეციალისტებს უცხოეთში, რომლებიც ამ შუალედურს შეაფასებენ და მომცემენ ინფორმაციას, რას უნდა ველოდო საბოლოო დასკვნისგნა, რამდენად სანდო იქნება საბოლოო დასკვნა და რამდენად იქნება წინაპირობა ეს შუალედური დასკვნა საბოლოო დასკვნის სანდოობის ხარისხთან დაკავშირებით. მედიკამენტებზე წერია, რომ არის მედიკამენტები, შესაბამისად რამდენად იქნა გამოყენებული, რა ფორმით იქნა გამოყენებული, ეს გამოჩნდება საბოლოო დასკვნაში".

შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები და ოჯახის ადვოკატი პროკურატურაში დღეს რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ. მათ საგამოძიებო უწყება გვიან ღამით დატოვეს. ოჯახის წევრები და ადვოკატი თამარ ბაჩალიაშვილის სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებისთვის შექმნილი სპეციალური სამუშაო ჯგუფის წევრებს შეხვდნენ

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • ვიდეოჩანაწერებში ნათლად ჩანს, რომ თამარ ბაჩალიაშვილი არათუ თავის მოსაკლავად, არამედ ნამდვილად შეხვედრაზე მიდიოდა, რაღაც საეჭვო ნიუანსებიც შევამჩნიეთ
  • unipress