მოდერატორებთან ერთიანი პოზიციით მივალთ და ამის ერთი ნაწილი ვადამდელი არჩევნებიც იქნება

გირჩი

გამოქვეყნებულია  120 ნახვა განახლებულია 2 წელი წინ

"ლელოს" ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ "გირჩის" ლიდერმა ჟურნალისტებთან გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ შეხვედრაზე ცხარე კამათის მიუხედავად, ოპოზიცია ერთიან პოზიციაზე შეთანხმდა და მოდერატორებთან შეხვედრისთვის მზაობას გამოთქვამენ:

"ოპოზიცია ერთიანია, ბოიკოტის რეჟიმში რჩება. სხვადასხვა ტიპის საკითხებზე ვსაუბრობდით, პოზიციები შევაჯერეთ და ჩემი აზრით, მზად ვართ, მოდერატორებს შევხვდეთ და დაველაპარაკოთ. მილიონი საკითხი განვიხილეთ, სხვადასხვა პარტიას, საკითხებთან დაკავშირებით სხვადასხვა პოზიცია გვაქვს. ცხარე კამათი გვქონდა, მაგრამ ოპოზიცია ერთიანია! ერთიანი პოზიცია ნიშნავს, რომ ოპოზიცია მოლაპარაკების მაგიდასთან ერთიანი პოზიციით მივა. ახლაც ვამბობ, რომ არასწორი ნაბიჯი გადადგეს რიგმა ოპოზიციურმა პარტიებმა, როდესაც დაფინანსება მიიღეს. "გირჩი" პარლამენტში ტყუილად გადმოგდებული კანფეტისთვის არ შევა, თუ ოპოზიცია ერთიანი არ იქნება, არაფერს აზრი არ აქვს. ვინმეს თუ ჰგონია, იტყვის, რომ ბიძინა ივანიშვილი სასამართლოში რეფორმას ატარებს და ამის გამო მე პარლამენტში შევალ - არა, ძალიან ცდება! მოდერატორებთან ერთიანი პოზიციით მივალთ და ამის ერთი ნაწილი ვადამდელი არჩევნებიც იქნება. ერთიან პოზიციას ვერ მოგიყვებით, პაკეტია სრული, რომელსაც ჯერ მოდერატორებს გავაცნობთ და მერე ვნახოთ... მოთხოვნები, რაღაც ნაწილში გაიზარდა, რაღაც ნაწილში დასუსტდა"

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • მოდერატორებთან ერთიანი პოზიციით მივალთ და ამის ერთი ნაწილი ვადამდელი არჩევნებიც იქნება
  • unipress