კორონავირუსმა საქართველოში ინტენსიური გავრცელების სახე მიიღო, აჭარა კი, წითელი ზონაა

მარინა ეზუგბაია

გამოქვეყნებულია  192 ნახვა განახლებულია 2 წელი წინ

ჩვენი ზომიერი, კონტროლირებადი მატება ეჭვის ქვეშ დგება - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

ეზუგბაია თქმით, საქართველო მწვანე ზონად რჩება, თუმცა აჭარის რეგიონში ეპიდემიოლოგიური ვითარება სერიოზულია.

„ჯერ ქვეყანა რჩება მწვანე ზონაში, რადგან ათზე ნაკლებია ინციდენტობა, მაგრამ ახალი 45 დადასტურებული შემთხვევა, რომელიც დღეს გვაქვს, ეპიდემიის პერიოდში პირველად დადასტურდა. აქედან გამომდინარე, შეიძლება ვიფიქროთ, რომ დაავადებამ მიიღო უფრო ინტენსიური გავრცელება და ჩვენი ზომიერი, კონტროლირებადი მატება ეჭვის ქვეშ დგება. აჭარაში კიდევ უფრო სერიოზული მდგომარეობაა, იქ ინციდენტობის მაჩვენებელი 42,4-ია, რაც ნიშნავს იმას, რომ აჭარა წითელი ზონა, ამიტომ იქ, ალბათ, დამატებითი ღონისძიებები იქნება გასატარებელი, ეს არის რეკომენდაციის შესრულება, აღსრულება, მათზე კონტროლის მექანიზმების გაძლიერება და ტესტირების მეტად გაფართოება“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • კორონავირუსმა საქართველოში ინტენსიური გავრცელების სახე მიიღო, აჭარა კი, წითელი ზონაა
  • unipress