გადასახადების შემცირება, ბიუროკრატიული ხარჯების 2 მლრდ. ლარით შემცირება, სახელმწიფო ქონებაში არსებული მიწების ხალხისთვის გადაცემა, სასამართლო და საპოლიციო რეფორმა - გეგმების ჩამონათვალია, რომელთა შესრულების ვალდებულებასაც იღებს "ევროპული საქართველო"

სერგი კაპანაძე

გამოქვეყნებულია  148 ნახვა განახლებულია 2 წელი წინ

"ევროპულმა საქართველომ" ქუთაისის მოსახლეობას პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი ქუთაისში, ოთარ კახიძე წარუდგინა.

პარტიამ ასევე დაასახელა ახალი მაჟორიტარობის და მერობის კანდიდატები. "ევროპული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატი ონის, ამბროლაურის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის ოლქში, გოჩა გურგუჩიანი იქნება.

ხარაგაულის მერობის კანდიდატი "ევროპული საქართველოდან" ბესიკ ყრუაშვული, ონის მერობის კანდიდატი ჯონი გობეჯიშვილი, ხოლო ქუთაისის მერობის კანდიდატი, ამირან ძოწენიძე იქნება.

"ევროპულმა საქართველომ" ასევე წარადგინა პარტიის ახალგაზრდა სპიკერი, თათია ვახტანგაძე.

შეხვედრაზე პარტიის ლიდერებმა ასევე წარადგინეს ევროპული საქართველოს ეკონომიკური პროგრამა, რომელიც მოიცავს „ხელშეკრულებას ხალხთან“ და „ვალდებულებათა ბარათს“

გადასახადების შემცირება, ბიუროკრატიული ხარჯების 2 მლრდ. ლარით შემცირება, სახელმწიფო ქონებაში არსებული მიწების ხალხისთვის გადაცემა, სასამართლო და საპოლიციო რეფორმა, ეს იმ კონკრეტული გეგმების ჩამონათვალია, რომელთა შესრულების ვალდებულებასაც იღებს „ევროპული საქართველო“.

ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის ხელმძღავენლის, სერგი კაპანაძის თქმით, დღეს ქვეყანაში მძიმე ეკონომიკური კრიზისია, რომლის აღმოფხვრასაც სწორი ხედვა სჭირდება. კაპანაძემ აღნიშნა, რომ სწორედ ევროპული საქართველო იქნება კომპასი, რომელიც ქვეყანას სწორი გზით წაიყვანს.

„დღეს, როგორც არასოდეს გვჭირდეაბ შემართება, გვჭირდება მხნეობა, ენერგია, გვჭირდება ცვლილებები, რადგან მდგომარეობა, რომელშიც დღეს ჩააგდო ბიძინა ივანიშვილის ხელისფლებამ ქვეყანა, არის უღრმესი ეკონომიკრი კრიზისი, არის ისეთი მდგომარეობა, რომლიდანაც სწრაფად თუ არ გამოვედით, სწრაფად თუარ შევცვალეთ, ამ ქვეყანას ექნება ძალიან ცუდი მომავალი და მე ვარ დარწმუნებული, რომ , ყველა ჩვენგანს სჯერა, რომ ეს ქვეყანა იმსახურებს უკეთესს მომავალს ჩვენი შვილებისთვის, ჩვენი ოჯახებისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის.

ჩვენ დღეს გვაქვს ძალიან დიდი გამოწვევა, ეს ეკონომიკური კრიზისი უნდა დავასრულოთ ყველამ ერთად. სხვა შემთხვევაში, ასე გაგრძელება მიგვიყვანს ძალიან ცუდ შედეგებამდე. ეს ხელისუფლება ამ ხნის განმავლობაში ამოეფარა კორონათი გამოწვეულ კრიზისს, გადაგეს ნაბიჯები, რომლითაც მოკლეს ჩვენი ეკონომიკა, და დღეს, როდესაც ისინი უკვე ვეღარ აკავებენ ვირუსს, გვაქვს გაცილებით ცუდი ეკონომიკური ვითარება, ვიდრე კარგი მთავრობის შემთხვევაში გვექნებოდა. ამრიგად, დროა გარდამტეხი ცვლილებებისთვის.

ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას, რომ კონკრეტულ ნაბიჯებს გადავდგამთ და კონკრეტულ რეფორმებს განვახორციელებთ. ეს ვალდებულებებია:

· გადასახადების შემცირება სახელმწიფო ქონების ხალხისთვის გადაცემა, რაც მოიტანს იმას, რომ 2000 ლარით მეტი დარჩება თითოეულ ოჯახს და 100 000 სამუშაო ადგილი შეიქმნება.

· ბიუროკრატიული ხარჯები შემცირდება 2 მლრდ. ლარით, ამით გაორმაგდება პენსიები და სოციალური დახმარებები.

· კრიმინალი დამარცხდება

· სასამართლოს რეფორმა, ნაფიცი მსაჯულების დანერგვა, რაც სასამართლოს სრულიად დამოკიდებელს გახდის

ევროპული საქართველო არის კომპასი, რომელიც აჩვენებს, თუ საით უნდა ვიაროთ დღეს, რა არის სწორი გზა. ჩვენ ყველას ერთად გვაქვს კონკრეტული გეგმა, კომპეტენცია და სურვილი, რათა მოხდეს გარდამტეხი ცვლილებები და ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება გავისტუმროთ სახლში.“ - სერგი კაპანაძე

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • გადასახადების შემცირება, ბიუროკრატიული ხარჯების 2 მლრდ. ლარით შემცირება, სახელმწიფო ქონებაში არსებული მიწების ხალხისთვის გადაცემა, სასამართლო და საპოლიციო რეფორმა - გეგმების ჩამონათვალია, რომელთა შესრულების ვალდებულებასაც იღებს "ევროპული საქართველო"
  • unipress