კორონავირუსით ხელახლა ინფიცირების პირველი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა

მსოფლიო

გამოქვეყნებულია  320 ნახვა განახლებულია 2 წელი წინ

ჰონგ კონგელი მეცნიერების მტკიცებით, მათ კოვიდ-19-ით ხელახლა ინფიცირების შემთხვევა გამოავლინეს - წერს BBC-ი. მათი ცნობით, 33 წლის მამაკაცს, რომელიც კორონავირუსით პირველად ოთხნახევარი თვის წინ დაინფიცირდა, ვირუსი მეორედ დაუდასტურდა. ეს კორონავირუსით ხელახლა ინფიცირების პირველი დადასტურებული შემთხვევაა მსოფლიოში.

პირველი ინფიცირების დროს მამაკაცს მსუბუქი სიმპტომები ჰქონდა და სრულ გამოჯანმრთელებამდე 14 დღე საავადმყოფოში გაატარა, ხოლო ხელმეორედ დაინფიცირების დროს არანაირი სიმპტომი არ აღენიშნებოდა.

აღნიშნულ შემთხვევაზე კომენტირებისას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ მხოლოდ ერთ პაციენტზე დაყრდნობით დასკვნა არ უნდა გაკეთდეს. ექსპერტების ნაწილი კი თვლის, რომ ხელახალი ინფიცირება, შესაძლოა, ძალიან იშვიათი შემთხვევა იყოს

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • კორონავირუსით ხელახლა ინფიცირების პირველი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა
  • unipress