კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 76% სიმპტომიანი პაციენტია და დღეს უფრო სწრაფად ხდება ინფიცირებულთა იდენტიფიცირება

ამირან გამყრელიძე

გამოქვეყნებულია  154 ნახვა განახლებულია 2 წელი წინ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან 76% სიმპტომიანი პაციენტია.

"დადებითობის მაჩვენებლი საშუალოდ არის 10.7%. რაც შეეხება ბოლო ორი კვირის მონაცემებს, ცოტა ტენდენცია დადებითობის მაჩვენებლის კლებისკენ მოდის. 33-34% გვქონდა და ახლა გვაქვს 28.9 %. თბილისში გვაქვს ყველაზე მეტი შემთხვევები, შემდეგ გადმოინაცვლა მყარად იმერეთმა, ზრდა გვაქვს ქვემო ქართლში, აჭარში ქვემოთ მოდის ახალი შემთხვევების ოდენობა. დღეს უფრო სწრაფად ხდება ინფიცირებულთა იდენტიფიცირება. ანტიგენზე დაფუძნებული ტესტით იდენტიფიცირებულია 81%. სიმპტომებიან პაციენტებზე სწრაფი ტესტისა და პისიარის დამთხვევა მაღალია. იმავე დღეს გამოვლენა და ამ ადამიანების სწრაფი იზოლირება არის კარგი წინაპირობა, რომ მოხდეს ინფექციის გავრცელების პრევენცია", - განაცხადა გამყრელიძემ

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 76% სიმპტომიანი პაციენტია და დღეს უფრო სწრაფად ხდება ინფიცირებულთა იდენტიფიცირება
  • unipress